"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთი გაზეთის - The Hudson Independent-ის 24 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ", რომლის ავტორია ქართველი ყოფილი იმიგრანტი, მაგრამ დღეს უკვე აშშ-ის მოქალაქე ცისმარი (სისი) საყვარლიშვილი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„მე შეერთებულ შტატებში ქველმოქმედების იმედად არ წამოვსულვარ. აშშ-ში ჩამოვედი შესაძლებლობების ძიებისათვის და დაუღალავად ვშრომობდი, რომ ჩემი ადგილი მეპოვა და დამემსახურებინა.
წარმოშობით საქართველოდან ვარ - აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან. 2008 წელს, როცა რუსეთის არმია ჩემს სამშობლოში შემოიჭრა, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (კავკასიის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში) ვსწავლობდი, რომელიც ისტორიის ბაკალავრის სტატუსით დავამთავრე. ისევე როგორც სხვა იმიგრანტები, მეც საზღვარგარეთ წავედი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მინდოდა, არამედ უფრო იმისთვის, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა თავის გადარჩენისათვის. ჩემი ოცნება იყო სამშობლოსათვის სამსახური, მინდოდა პოლიტიკოსი ვყოფილიყავი და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლა... მაგრამ ამის ნაცვლად მე ლტოლვილი გავხდი.
თავდაპირველად იტალიაში გავემგზავრე, სადაც ფლორენციის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მივიღე, შემდეგ კი, 2013 წელს, აშშ-ში, თერითაუნში - სტუდენტის სახით (საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანიის EF- Education First-ის პროგრამით). იმ დროს ინგლისურ ენას საკმაოდ დაბალ დონეზე ვფლობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში კარგად შევისწავლე. ენის ცოდნამ რწმენა შემმატა - ვგრძნობდი, რომ ამერიკას ვეკუთვნოდი. ავისრულე ჩემი ცხოვრების ოცნება - მივიღე ამერიკული განათლება ვერჩერსეტის კოლეჯში ჟურნალისტის სპეციალობა, შემდეგ კი ენების სწავლების სერტიფიკატი. ვფლობ ოთხ ენას - ქართულს, რუსულს, იტალიურს და ინგლისურს.
მე წიგნების ავტორიც ვარ - პირველი წიგნი სახელწოდებით „წითელთმიანი გოგონას დღიური“ 2023 წელს „საბას“ პრემიის ლაურეატი გახდა. მეორე წიგნი კულინარულ თემაზეა - „წითელთმიანი გოგონას რეცეპტები“, რომელიც განაპირობა ჩემმა მუშაობამ სხვადასხვა ოჯახებში ძიძისა და მზარეულის სახით, მესამე წიგნი - „საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“ შექმნის პროცესშია და ინგლისურ ენაზე უნდა გამოვიდეს.
მე ახლა აშშ-ის ამაყი მოქალაქე ვარ. მე ვარ ცოცხალი განსახიერება იმ ადამიანისა, რომელმაც ამერიკული ოცნება შეისრულა... თუმცა არსებობს პრობლემები: ამერიკული ოცნებას სულ უფრო ხშირად უტევენ.
აშშ-ში დონალდ ტრამპის მმართველობის დროიდან იმიგრაცია სულ უფრო მეტად იზღუდება. შრომისმოყვარე იმიგრანტებს ეჭვის თვალით გვიყურებენ. [ამერიკელები] ჩვენ აღიქვამენ როგორც ზედმეტ ტვირთს ამერიკისათვის - იმის მიუხედავად, რომ იმიგრანტები სინამდვილეში მათ სახლებს ასუფთავებენ, მათ შვილებს და მოხუც მშობლებს უვლიან, უმზადებენ საჭმელს, უშენებენ სახლებს და თავიანთი შრომით ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობენ. ვიხდით გადასახადებს. ყველას ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამერიკის განვითარებაში. ჩვენ და ამერიკელები ერთმანეთს ვეკუთვნით.
თერითაუნში ამ ჭეშმარიტებას ვერავინ უარყოფს. თერითაუნი ჩვენი მულტიკულტურული საზოგადოებით ყვავის. უცხოელი სტუდენტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც Education First-ის პროგრამით სარგებლობენ, აუტსაიდერებად არ უნდა ჩაითვალონ. ისინი აშშ-სათვის აუცილებელია. ისინი ადგილობრივ ბაზარზე ბევრ პროდუქტს ყიდულობენ, რითაც მცირე ბიზნესის განვითარებას ეხმარებიან. ადგილობრივი რესტორნები, კაფეები და სერვისის სხვა სფეროები უცხოელების წყალობით არსებობენ. Education First-ის სტუდენტები - ისინი თერითაუნის გულს წარმოადგენენ.
და როცა იმიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება, ამით ისეთი საზოგადოებები ზარალდება, როგორიც ჩვენია. როცა სტუდენტური ვიზების გაცემა იზღუდება, ადგილობრივი ეკონომიკაც ზიანდება. როცა შიში საფრთხეს უქმნის შესაძლებლობების რეალიზებას, საზოგადოება თავის სიცოცხლისუნარიანობას კარგავს.
Education First-ის პროგრამა ყველაზე უკეთესია მათ შორის, რისი მიცემაც ამერიკას შეუძლია უცხოელი სწავლის მოყვარული ახალგაზრდისთვის. EF სტუდენტებს პროფესიონალებად აქცევს, ოცნებებს კი რეალობად. მე თვითონ ვასწავლი სტუდენტებს და ვაჩვენებ მათ, რომ მიზნის შესრულება შესაძლებელია.
მე აქტივისტიც ვარ - ვაგრძელებ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას - იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვა ყველგან აუცილებელია. არასოდეს ჩუმად არ ვიქნები, როცა ავტორიტარიზმი და მოსახლეობის დაშინებაზე დამყარებული პოლიტიკა ადამიანის ღირსებას ემუქრება.
იმიგრანტები ამერიკას პრობლემას არ უქმნიან. ჩვენ აშშ-ის ძალა ვართ. თერითაუნმა ეს კარგად იცის. ამას EF-ის პროგრამა ყოველდღიურად ადასტურებს. ცემი ცხოვრება პატარა მაგალითია მილიონიდან. თუ ამერიკა თავის ვალდებულებებს დაივიწყებს, ის ამით საკუთარ თავსაც დაივიწყებს. ამერიკა მაშინ არის ძლიერი, როცა ახსოვს, თუ ვინ არის.
თერითაუნი ლამაზი, მომხიბვლელი დასახლებაა. აქ ყველასთვის არის ადგილი. ამიტომ გადავწყვიტე აქ დარჩენა. ამიტომ ვთვლი ამ ადგილს ჩემს სახლად.
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?"- The Spectator
"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
"ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება"-Financial Times
"კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი"-უცხოური პრესა
პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist
ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას-Reuters
"ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა, თანდათანობით კვდებიან, შემდეგ კი უეცრად...მაგრამ ირანის რეჟიმი უეცარი სიკვდილის წერტილამდე არ მისულა"-BBC
"აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი"-The Daily Telegraph
"ჩავესის იდეოლოგია არსებობას განაგრძობს: ვენესუელის მომავალი მადუროს დაკავების შემდეგ"-TRT
"ძირითადი ნიშნები იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი შეიძლება დაეცეს"-The Daily Telegraph
"ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს"-BBC
"უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს"-The New York Times