ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

„აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითიც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს", - განაცხადა გუგა თავბერიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ - შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე
ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
პროკურატურა საბოტაჟის საქმეზე ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან -სუს-ი
პოლიციამ მუხრანში დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
სუს-ის თანამშრომელი მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
,,ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვლზე გაიხსნა'' - შსს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს
რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს - შსს
თბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შსს განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა