შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის რეგიონული ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ სილვია შმიდთან.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, რომლებიც მიზნად საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას ისახავს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი ინიციატივების განვითარებას, მათ შორის:


- საგრანტო პროგრამების განვითარების შესაძლებლობებს;


- სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობას;

- ერთობლივი კვლევითი და ინოვაციური პროექტების განხორციელებას.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობების შექმნას.


შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.

 

 





მსგავსი სიახლეები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვარის ამინდის პროგნოზი
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
,, ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი''- ვახტანგ ცინცაძე
სურსათის სააგენტო ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია -სურსათის ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინა
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 იანვარის ამინდის პროგნოზი
აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავს და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის - ერთ-ერთი ბრენდის ზეითუნის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა
ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება - მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ
,,ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს'' - მათიკაშვილი
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
როგორი ამინდი იქნება 25 იანვარს საქართველოში
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება