დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე

დებატები რომ დემოკრატიული პროცესის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, ამის სწავლება „ოცნებისგან" ნამდვილად არ გვჭირდება იმ გუნდს, რომელიც დებატს „ოცნებასთან" უკვე წლების განმავლობაში ითხოვს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, დებატებში მონაწილეობაზე საბოლოო დასტური იქნება მაშინ, როდესაც პარტიას ეცოდინება, რა ფორმატზეა საუბარი.

„შემიძლია, სულ ბოლო შემთხვევა დავასახელო, როდესაც მუნიციპალური არჩევნების დროს ჩვენი კანდიდატები „ოცნების" მერობის კანდიდატებს იწვევდნენ საჯარო დებატებში, მაგრამ უკლებლივ ყველა უარს ამბობდა და გაურბოდა დებატებს. ასევე გავიხსენებ ჩვენს მოთხოვნებს ტელეკომპანია „იმედის" მისამართით, როდესაც ვითხოვდით, რომ გიორგი გახარიასთვის გაეხსნათ ეთერი და ამას არ აკეთებდნენ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით დებატების მნიშვნელობა, პარლამენტში ვართ და იქ ფაქტობრივად ყოველდღიური დებატების რეჟიმში ვართ „ოცნებასთან", ვიბრძვით მის წინააღმდეგ, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების გასატანად და სიმართლის მისატანად საზოგადოებამდე, რომელსაც აქამდე, სამწუხაროდ, მხოლოდ „ოცნების" მონოლოგი ესმის. ასე რომ, ჩვენთვის დებატები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების ასეთი შემზღუდავი კანონები, ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ და არის უამრავი სხვა კანონდარღვევა, ამ ვითარებაში „ოცნების" მხრიდან ეს იქნება ერთგვარი ფარსი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვერ გეტყვით, რომ ჩვენგან საბოლოო დასტურია, იქამდე, ვიდრე არ გვეცოდინება, რა ფორმატზეა საუბარი. დაველოდებით ფორმატს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „ოცნება" ამას გამოიყენებს ისევ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ერთია რეალობა, მაგრამ ამ რეალობას ჩვენ ვერ გავარღვევთ, თუ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არიან „ოცნების" პროპაგანდის გავლენის ქვეშ, სიმართლეს თუ არ მივუტანთ, რთული იქნება ამ რეალობის გარღვევა. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ჩვენ, დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს და ნიუანსებს. ამის შემდეგ ვიტყვით პასუხს", - განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე
ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა აქვთ, კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება -გია ვოლსკი
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის -გურამ მაჭარაშვილი
"დიფ სთეითმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვით ხალხის უკმაყოფილება გაზომა და საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი - ზაზა შათირიშვილი
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოში მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული
,,საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია შეიქმნება''- გურამ მაჭარაშვილი
მქონდა დისკუსია ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, მათთან საუბარი საჭიროა, თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს -ქსავიე ბეტელი
დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს -ლევან მახაშვილი
ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე
ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე
არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას -ირაკლი კობახიძე
"ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ"-ანი წითლიძე
ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში -პრემიერი
პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის-ირაკლი კობახიძე
დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები -ირაკლი კობახიძე
საქართველოს დელეგაცია გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას