უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას ეხება, სამართლებრივად გაასაჩივრებენ.

აღნიშნული განცხადება მას შედეგ გახდა ცნობილი, რაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კვალიფიციური უმრავლესობით (წევრი ქვეყნების, სულ მცირე, 55%-ის თანხმობით, რომლებიც ერთად წარმოადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის, სულ მცირე, 65%-ს) 26 იანვარს მიაღწიეს საბოლოო თანხმობას, რომლის მიხედვითაც, 2027 წლიდან რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად აკრძალავენ.

უნგრეთმა და სლოვაკეთმა აღნიშნული წინადადების წინააღმდეგ მისცეს ხმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მიუთითა ევროკავშირის კანონმდებლობაზე, რომლის თანახმადაც, წინადადებებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა უნდა ჰქონდეს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კი განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა სარჩელს შეიტანს ევროკავშირის სასამართლოში და კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ქმედებებს.

ცნობისთვის, 26 იანვარს ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში როგორც მილსადენებით გაზის მიწოდების შეწყვეტას, ასევე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის თანდათანობით შეწყვეტას ითვალისწინებს.

ახალი წესები ასევე მოიცავს ენერგეტიკული მიწოდების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციის ზომებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ომისა და ენერგიის იარაღად გამოყენების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები 2022 წლის მარტის ვერსალის დეკლარაციაში შეთანხმდნენ, რომ თანდათანობით შეწყვიტონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება. შესაბამისად, ბოლო წლებში რუსეთიდან ევროკავშირში გაზისა და ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის იმპორტი 2025 წელს მოქმედი სანქციების რეჟიმის შედეგად 3%-ზე დაბლა დაეცა, რუსული გაზი 2025 წელს ევროკავშირის იმპორტის დაახლოებით 13%-ს მაინც შეადგენდა.

 





მსგავსი სიახლეები
,,ზელენსკი მზადაა, ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად პუტინს შეხვდეს''- ანდრეი სიბიგა
,, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა შეცვალოს იგი''- რომის პაპი
ალის ვაიდელი უკრაინისგან ფინანსური დახმარების უკან დაბრუნებასა და რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ დაზიანებისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიას ახალი პარტნიორები სჭირდება, რადგან სანდო ალიანსები ირღვევა
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი: ჩინეთი მზად არის, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააღრმავოს
უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
დონბასიდან კიევის გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა -კირილ დმიტრიევი
ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან, ეს არის გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა საუკეთესო პასუხია გლობალურ გამოწვევებზე -ურსულა ფონ დერ ლაიენი
დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება, შაბათ-კვირას გამართული შეხვედრა ისტორიული იყო, პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ომის ორივე მხარე-კეროლაინ ლევიტი
POLITICO: ევროკავშირის გამოკითხული მოქალაქეების 71% მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას გამოიწვევს“
,,ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი''- დიმიტრი პესკოვი
,,სამწუხაროა, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკას დაემართა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სოციოლოგიური თაღლითობა აღარ გაგრძელდეს“- ტრამპი
შვედეთში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც მოზარდის 13 წლიდან დაკავების საშუალებას იძლევა
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს სასამართლოში უჩივლებენ რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმის გამო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყინვასა და ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა
,,ზელენსკი, ჩემო მეგობარო, შენ აგებ ომს, კარგავ სანდოობასა და ღირსებას, ამიტომ რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას''- იტალიის ვიცე-პრემიერი
,,უნგრეთისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება''- პიტერ სიიარტო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა
რუსეთმა სირიის ქალაქ კამიშლის სტრატეგიული ავიაბაზიდან სამხედრო შეიარაღება გაიტანა
აშშ-მა უფრო მეტი დათმო, ვიდრე ევროპამ, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ -სკოტ ბესენტი