,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
საქართველოსთან დაკავშირებით მაია სანდუს მიერ გაკეთებული განცხადებების კეთილსინდისიერებაში ეჭვი გვეპარება - ქართველებისთვის ის ადამიანი მისაბაძი ვერასოდეს იქნება, რომელიც მზად არის, საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შეიყვანოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა".
"მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, უტიფრად განაცხადოს, რომ საკუთარ ქვეყანას გააუქმებდა და რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. ის რომელ პოლიტიკურ ორბიტას წარმოადგენს, ალბათ, ადვილად მისახვედრია. ეს ადამიანი მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ცეცხლზე ნავთი დაესხა და ყოველთვის შიდა არეულობის მომხრედ გვევლინებოდა. უფრო მეტიც, მან 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ადამიანები გაამხნევა და მოუწოდა, თქვენს მხარეს ვარ, თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთო. საქართველოსთან დაკავშირებით მაია სანდუს მიერ გაკეთებული განცხადებების კეთილსინდისიერებაში ეჭვი გვეპარება. ის ადამიანი ქართველებისთვის მისაბაძი ვერასოდეს იქნება, რომელიც მზად არის, საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შეიყვანოს. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინა და მოლდოვა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ აქტორებად გვევლინებიან. წლების მანძილზე, ისინი ღია თუ დახურულ ფორმატებში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო და ამ არეულობისთვის მხარი დაეჭირათ. ერთხელაც არ დაუგმიათ ფაქტი, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობდა. სამივე ქვეყანა კანდიდატი სახელმწიფოები ვართ, თუმცა ვხედავთ, უკრაინას და მოლდოვას რა მხარეც აქვთ არჩეული - მოლდოვის შემთხვევაში მზად არის, რომ საკუთარი ქვეყანა გააუქმოს და რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანოს, ხოლო უკრაინის შემთხვევაში კი, მზად არიან, საკუთარი ქვეყანა ააოხრონ. როგორც ურსულა ფონ დე ლაიენმა მოუწოდა, ეს ის ხალხია, ვისაც ევროპის იდეისთვის შეუძლია, ასიათასობით მოქალაქის სიცოცხლე გაწირონ, იომონ და საკუთარი ქვეყანა ააოხრონ," - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა".
მსგავსი სიახლეები
რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ -მაია სანდუ
,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე
ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა აქვთ, კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება -გია ვოლსკი
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის -გურამ მაჭარაშვილი
"დიფ სთეითმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვით ხალხის უკმაყოფილება გაზომა და საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი - ზაზა შათირიშვილი
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოში მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული
,,საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია შეიქმნება''- გურამ მაჭარაშვილი
მქონდა დისკუსია ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, მათთან საუბარი საჭიროა, თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს -ქსავიე ბეტელი
დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს -ლევან მახაშვილი
ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე
ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე
არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას -ირაკლი კობახიძე
"ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ"-ანი წითლიძე
ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში -პრემიერი
პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის-ირაკლი კობახიძე
დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები -ირაკლი კობახიძე