,, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა შეცვალოს იგი''- რომის პაპი
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ ჩატბოტები ზედმეტად „მოსიყვარულეები" არიან და მათ მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ რჩევებს სთავაზობს.
„ჰილის" ცნობით, 2025 წლის მაისში მისი არჩევის შემდეგ, პაპმა ლეომ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური საკითხების მოგვარება მისი პაპობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა.
„ნუ დათმობთ კრიტიკულად აზროვნების უნარს და ნუ მისცემთ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ურთიერთობების ჩანაცვლების უფლებას. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა შეცვალოს იგი", - განაცხადა პაპმა.
თანამედროვე კომუნიკაციების შესახებ თავის გზავნილში პაპმა ლეომ თქვა, რომ „ადამიანური სახისა და ხმის შენარჩუნება" ნიშნავს ღვთის კვალის შენარჩუნებას თითოეულ ადამიანზე, რომელიც „ღვთის სიყვარულის წარუშლელი ანარეკლია".
პაპი ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ „ყოვლისმცოდნე მეგობარზე, ყველა ცოდნის წყაროზე ან ყველა რჩევის ორაკულზე" დაყრდნობამ შეიძლება, შეარყიოს ადამიანის ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
„იმის გამო, რომ ჩატბოტები ზედმეტად „მოსიყვარულეები" არიან, ყოველთვის არსებობენ და ხელმისაწვდომები არიან, მათ შეუძლიათ, გახდნენ ჩვენი ემოციური მდგომარეობის ფარული არქიტექტორები, ამით შეიჭრნენ და დაიკავონ ჩვენი ინტიმური სფერო", - განაცხადა პაპმა ლეომ.
მსგავსი სიახლეები
,,ზელენსკი მზადაა, ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად პუტინს შეხვდეს''- ანდრეი სიბიგა
,, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა შეცვალოს იგი''- რომის პაპი
ალის ვაიდელი უკრაინისგან ფინანსური დახმარების უკან დაბრუნებასა და რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ დაზიანებისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიას ახალი პარტნიორები სჭირდება, რადგან სანდო ალიანსები ირღვევა
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი: ჩინეთი მზად არის, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააღრმავოს
უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
დონბასიდან კიევის გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა -კირილ დმიტრიევი
ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან, ეს არის გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა საუკეთესო პასუხია გლობალურ გამოწვევებზე -ურსულა ფონ დერ ლაიენი
დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება, შაბათ-კვირას გამართული შეხვედრა ისტორიული იყო, პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ომის ორივე მხარე-კეროლაინ ლევიტი
POLITICO: ევროკავშირის გამოკითხული მოქალაქეების 71% მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას გამოიწვევს“
,,ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი''- დიმიტრი პესკოვი
,,სამწუხაროა, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკას დაემართა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სოციოლოგიური თაღლითობა აღარ გაგრძელდეს“- ტრამპი
შვედეთში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც მოზარდის 13 წლიდან დაკავების საშუალებას იძლევა
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს სასამართლოში უჩივლებენ რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმის გამო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყინვასა და ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა
,,ზელენსკი, ჩემო მეგობარო, შენ აგებ ომს, კარგავ სანდოობასა და ღირსებას, ამიტომ რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას''- იტალიის ვიცე-პრემიერი
,,უნგრეთისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება''- პიტერ სიიარტო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა
რუსეთმა სირიის ქალაქ კამიშლის სტრატეგიული ავიაბაზიდან სამხედრო შეიარაღება გაიტანა
აშშ-მა უფრო მეტი დათმო, ვიდრე ევროპამ, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ -სკოტ ბესენტი