,,ზელენსკი მზადაა, ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად პუტინს შეხვდეს''- ანდრეი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში გადაჭრას ორი ძირითადი საკითხი, ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ევროპეისკაია პრავდასთან" განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გადაუჭრელი რჩება ორი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი - ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალი კონტროლი.
„პრეზიდენტი მზადაა, შეხვდეს პუტინს და კონკრეტულად ამ საკითხების გადასაჭრელად", - განაცხადა სიბიგამ.
ამასთან, სიბიგას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს. სიბიგამ დაადასტურა, რომ აბუ დაბიში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებები რთულია".
ჟურნალისტის კითხვაზე, „არის თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება უკრაინის მიზანი", სიბიგამ დადებითად უპასუხა.
„დიახ, ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება. მადლობელი ვარ, რომ მუდმივად მეკითხებით ამის შესახებ და მზად ვარ, გავიმეორო, რადგან ამ მიზანთან დაკავშირებით ეჭვი არ უნდა არსებობდეს. ნატო-ში გაწევრიანების მიზანი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს ჩვენი ხალხის არჩევანია", - აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არცერთ მესამე ქვეყანას, პირველ რიგში, რუსეთს, არ შეუძლია, უკრაინის რომელიმე ალიანსში ან კავშირში გაწევრიანება დაბლოკოს.
„ამჟამად ნატო-ში არ არსებობს კონსენსუსი უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ესეც მართალია, მაგრამ ჩვენ დავამყარეთ ძალიან ეფექტური და პრაქტიკული პოლიტიკური თანამშრომლობა. რეგულარულად მიწვეული ვარ ნატო-ს შეხვედრებზე", - აღნიშნა სიბიგამ.
ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიბიგამ განაცხადა, რომ ლიეტუვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 2027 წლის პირველ ნახევარში შესაძლოა, უკრაინის ევროინტეგრაციისთვის ისტორიული აღმოჩნდეს. სიბიგას თქმით, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია, „გაიგოს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების ვადები".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროპის დედაქალაქებში ევროკავშირში უკრაინის 2027 წელს გაწევრიანების იდეასთან დაკავშირებით არსებული განწყობის შესახებაც ჰკითხეს. სიბიგას თქმით, ევროკავშირის ყველა ძირითადი სახელმწიფოს მხარდაჭერას ხედავს უკრაინის გაწევრიანების მიმართ, თუმცა თარიღი „რთული საკითხია".
„ევროკავშირს საკუთარი პროცედურები აქვს. განიხილება სხვადასხვა თარიღი და თქვენ ისინი ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირისგან მოისმინეთ. ამიტომ, პირადად მე ძალიან ფრთხილი ვარ და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თარიღებს არ ვასახელებ, რადგან ასევე მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას გადაჭარბებული მოლოდინები. თუმცა, მე აშკარად ვხედავ ჩვენი გაწევრიანების რეალისტურ ვადებს. ევროკავშირი დაინტერესებულია უკრაინის სწრაფი გაწევრიანებით, რადგან ევროკავშირში წევრობა არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. ევროკავშირს ჩვენც ვჭირდებით, რადგან უკრაინა უსაფრთხოების კონტრიბუტორი გახდა, ასევე იმისთვის, რომ ევროკავშირი გლობალურად უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს", - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მსგავსი სიახლეები
,,ზელენსკი მზადაა, ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად პუტინს შეხვდეს''- ანდრეი სიბიგა
,, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა შეცვალოს იგი''- რომის პაპი
ალის ვაიდელი უკრაინისგან ფინანსური დახმარების უკან დაბრუნებასა და რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ დაზიანებისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიას ახალი პარტნიორები სჭირდება, რადგან სანდო ალიანსები ირღვევა
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი: ჩინეთი მზად არის, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააღრმავოს
უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
დონბასიდან კიევის გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა -კირილ დმიტრიევი
ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან, ეს არის გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა საუკეთესო პასუხია გლობალურ გამოწვევებზე -ურსულა ფონ დერ ლაიენი
დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება, შაბათ-კვირას გამართული შეხვედრა ისტორიული იყო, პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ომის ორივე მხარე-კეროლაინ ლევიტი
POLITICO: ევროკავშირის გამოკითხული მოქალაქეების 71% მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას გამოიწვევს“
,,ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი''- დიმიტრი პესკოვი
,,სამწუხაროა, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკას დაემართა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სოციოლოგიური თაღლითობა აღარ გაგრძელდეს“- ტრამპი
შვედეთში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც მოზარდის 13 წლიდან დაკავების საშუალებას იძლევა
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს სასამართლოში უჩივლებენ რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმის გამო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყინვასა და ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა
,,ზელენსკი, ჩემო მეგობარო, შენ აგებ ომს, კარგავ სანდოობასა და ღირსებას, ამიტომ რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას''- იტალიის ვიცე-პრემიერი
,,უნგრეთისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება''- პიტერ სიიარტო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა
რუსეთმა სირიის ქალაქ კამიშლის სტრატეგიული ავიაბაზიდან სამხედრო შეიარაღება გაიტანა
აშშ-მა უფრო მეტი დათმო, ვიდრე ევროპამ, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ -სკოტ ბესენტი