28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ერძი
თუ გრძნობთ, რომ ბოლო დროს ზედმეტად პრეტენზიული და ფეთქებადი გახდით, ნერვების დასამშვიდებლად სილამაზის სალონში სტუმრობა ან გარდერობის განახლება საუკეთესო გამოსავალია. თუ მშობლების ხშირად ნახვას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, ხშირად მაინც დაურეკოთ. ოჯახური ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება.
ამ დღეს ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, კარგად უნდა გადაამოწმოთ - რჩევა განსაკუთრებით ბუღალტრებსა და გამყიდველებს ეხებათ. მარსისა და იუპიტერის სექსტილი გაფრთხილებთ: ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, ფულს ნუ ისესხებთ და ნუ გაასესხებთ.
ფეხით სიარული ან ვარჯიში ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ.
კურო
სასიყვარულო საქმეებში ჰარმონიული პერიოდი დგება - ძველი ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება, ახალი რომანი კი უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ!
განვითარების ახალ გზებს დაეძებთ და გეგმების რეალობად ქცევას ცდილობთ. იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ნაყოფს ძალიან მალე გამოიღებს! მოსალოდნელია დროებითი ფინანსური სირთულეები, თუმცა ყველაფერი მოწესრიგდება - შესაძლოა ახალი სამსახური ან უფრო მოგებიანი საქმეც კი იპოვოთ.
გირჩევთ, საღამოს კარგად დაისვენოთ, ისეირნოთ ან დრო ოჯახთან ერთად გაერთოთ. ახლა ყველაზე მეტად მოდუნება გჭირდებათ, ამიტომ სასურველია, რომ აბანოს ან საუნას ესტუმრეთ.
ტყუპები
უახლოესი დღეები ვენერას მფარველობით ჩაივლის. საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში განმარტოება სასიცოცხლო ძალებით აგავსებთ. შეხვდით ძველ მეგობრებს და სტუმრებს უმასპინძლეთ - ეს თქვენი სახლის ენერგეტიკაზე დადებითად აისახება.
სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას, ბოლოს და ბოლოს, დააფასებს და რთულ პროექტში მონაწილეობას შემოგთავაზებთ. თუ საქმეს თავს გაართმევთ, კარიერული წინსვლა გელით. ვარსკვლავები მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან - ეს შეიძლება პრემია, ლატარიაში მოგება ან მემკვიდრეობა იყოს.
თუ ჯანმრთელობის მხრივ რამე გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
კირჩხიბი
თუ მოინდომებთ, შეიძლება მეორე ნახევარი ახალი ვნებითა და შთაგონებით გააკვირვოთ. ბოლო დროს თქვენი განწყობა ურთიერთობაზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ, პოზიტივი შეინარჩუნოთ, რათა ზედმეტი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.
თუ არ გსურთ, რომ ზედმეტად მორიდებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, თქვენს ნიჭს ნუ მალავთ! შესაძლოა, მალე ის მოხდეს, რისიც ასე გეშინოდათ, თუმცა საბოლოოდ, სიტუაცია კეთილად და თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.
ეცადეთ, მომდევნო დღეებში ფინანსები აკონტროლოთ - ახლა უსარგებლო ხარჯებისთვის საუკეთესო დრო არაა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ეცადეთ არ გადაიღალოთ.
ლომი
შესაძლოა, ახლად გაცნობილმა ადამიანმა დაგაინტერესოთ და მის მიმართ ძლიერ ლტოლვა იგრძნოთ. გირჩევთ, გრძნობები არ დამალოთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. თუ პარტნიორი ცუდ ხასიათზეა და უმიზეზოდ გაკრიტიკებთ უხეშად არ უპასუხოთ - მალე თავის შეცდომას თავად მიხვდება და უხეშობისთვის ბოდიშს მოგიხდით.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმეები, რომლებსაც დიდი ყურადღება სჭირდება, დილიდან დაიწყოთ. მოერიდეთ ფულის სესხებას, მეგობრებისგანაც კი.
ფსიქოლოგიურად დატვირთული დღეა. მოვლენების სწრაფი ცვლა შფოთვას გამოიწვევს, გადაღლამ კი შეიძლება განწყობა გააუარესოს.
ქალწული
სასიყვარულო საქმეებში ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია! რომანტიკულ ურთიერთობებში მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. ოჯახის წევრებს მალე საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოუწევთ, რაც შესაძლოა კრედიტის ან ვალის დაბრუნებასთან იყოს დაკავშირებული.
სამსახური სტაბილურ შემოსავალს და კარიერულ ზრდას გპირდებათ - ბევრს ექნება შანსი, რომ უფრო პრესტიჟული პოზიცია დაიკავოს. მოერიდეთ სპონტანურ და ძვირად ღირებულ შენაძენებს, რადგან მათ გამო იმედგაცრუება გელით.
ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და მძიმე კარდიოდატვირთვას მოერიდეთ.
სასწორი
დღევანდელი დღე პარტნიორთან ურთიერთობაში სიახლეებს არ გპირდებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაემანი წარუმატებელი იქნება. სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება არ გიყვართ, მაგრამ გარემოებები თითქოს ზურგში გიბიძგებენ და გაჩქარებენ.
ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, სანამ ძველ პრობლემებს არ მოაგვარებთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. უფულობა არ გემუქრებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალონ. საიმედო მეგობრების დახმარებით პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ.
მორიელი
იდეალური დღეა თავის მოვლის, რომანტიკული ნაცნობობისა და სიყვარულისთვის. პლანეტები გირჩევენ, კამათსა და დაპირისპირებას მოერიდოთ - ამით თქვენ უფრო დაზარალდებით, ვიდრე თქვენი ოპონენტი.
ეცადეთ, თქვენს გარშემო მაქსიმალურად კომფორტული გარემო შექმნათ. გარშემო ლამაზი ნივთები შემოიკრიბეთ - ასეთ ატმოსფეროში მუშაობაც და ცხოვრებაც გაგიადვილდებათ.
თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, ნუ შეგეშინდებათ - მალე გაივლის. სიზმრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მსუბუქი დიეტა სასარგებლო იქნება და საშუალებას მოგცემთ, ორგანიზმი გაიჯანსაღოთ.
მშვილდოსანი
დატვირთულმა განრიგმა და გადაუდებელმა საქმეებმა ისე დაგღალათ, რომ პარტნიორს ყურადღებას აღარ აქცევთ და მან შეიძლება გულში წყენა ჩაიდოს. თქვენმა ენამწარობამ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს, ამიტომ ჯობია გაჩუმდეთ, როცა რაღაც უსიამოვნოს თქმა მოგინდებათ. ფინანსური პრობლემების გამოუკიდებლად გადაჭრას ნუ ეცდებით - პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი დაავადებების მთავარი მიზეზი სტრესი და ნერვული სისტემის არამდგრადობაა.
თხის რქა
სანამ მიღებულ შემოთავაზებას უპასუხებთ, მოსალოდნელი შედეგი კარგად გაიაზრეთ. ცუდი იქნება, თუ დათანხმდებით ადამიანს, რომელიც მხოლოდ ანგარებით მოქმედებს. ბოლო დროს უფრო ფეთქებადი და პრეტენზიული გახდით. სილამაზის სალონი ან შოპინგი სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ასაკოვანი ადამიანი მფარველობას გაგიწევთ. ფრთხილად იყავით - თქვენს რეპუტაციას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. მალე მომგებიან კომერციულ შეთავაზებას მიიღებთ, რომელიც თქვენს კარიერაზე აისახება. იზრუნეთ როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე - ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
მერწყული
პარტნიორთან შესაძლოა უთანხმოება მოგივიდეთ - როგორც ჩანს, ერთმანეთისგან ცოტა ხნით დასვენება გჭირდებათ. ინიციატივების გამოჩენა მომავალი კვირისთვის გადადეთ - ახლა კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს ენთუზიაზმს არ იზიარებენ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება პრობლემების დაძლევის საშუალებას მოგცემთ. ასტროლოგები გირჩევენ, ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ პრეტენზიები შეამციროთ და უფრო დამთმობი გახდეთ. კარგი დღეა სამკურნალო ბალახების შეგროვების ან ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის.
თევზები
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდება თუ არა. დღეს სჯობს ემოციებს არ აჰყვეთ და „ცივი გონება" შეინარჩუნოთ. ნუ გადადებთ საქმეებს ხვალისთვის - როგორც კი პრობლემას დაინახავთ, მაშინვე მასზე მუშაობა დაიწყეთ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია შეფერხება ან მცირე შეცდომები, ამიტომ ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ჯანმრთელობის მხრივ არც ისე სახარბიელო დღეა, ამიტომ მგზავრობა და მივლინება სხვა დროისთვის გადადეთ და ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
მსგავსი სიახლეები
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
,,დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება''- მეუფე იაკობი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვარის ამინდის პროგნოზი
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
,, ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი''- ვახტანგ ცინცაძე
სურსათის სააგენტო ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია -სურსათის ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინა
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 იანვარის ამინდის პროგნოზი
აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავს და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის - ერთ-ერთი ბრენდის ზეითუნის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა
ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება - მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ
,,ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს'' - მათიკაშვილი