პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.
„გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია - მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში", - აღნიშნავენ შსს-ში.
მსგავსი სიახლეები
იტალიიდან უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე გააძევეს - მათ შორის ორი ქართველია
კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა
პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს
დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ - შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე
ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
პროკურატურა საბოტაჟის საქმეზე ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან -სუს-ი
პოლიციამ მუხრანში დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
სუს-ის თანამშრომელი მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
,,ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვლზე გაიხსნა'' - შსს