მაია სანდუს განცხადება აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს -ტატა ხვედელიანი
მაია სანდუს განცხადება, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, ამის ფაქტად გამოცხადება, აკნინებს საქართველოს მოსახლეობის მწვავე ბრძოლას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხუთი-ექვსი წლის წინ, როდესაც საქართველო ასოცირებულ ტრიოში წამყვან პოზიციებს იკავებდა, არასდროს იყენებდა იმ ფაქტს, რომ მოლდოვა ბევრი მაჩვენებლით ჩამორჩებოდა.
„მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს პატივისცემას ვუდასტურებ. თუმცა ასეთი განცხადებები, იმის თქმა, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, ამის გამოცხადება, როგორც დადასტურებული ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მწვავე ბრძოლას აკნინებს, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს რეჟიმი, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს. მინდა, შეგახსენოთ, რომ 5-6 წლის წინ, როდესაც საქართველო წამყვან პოზიციებს იკავებდა იმ ტრიოში, რომელიც აცხადებდა საკუთარ პრეტენზიას ევროკავშირში წევრობაზე, საქართველო არასოდეს არ იყენებდა იმას, რომ მოლდოვა არ ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს და ბევრი მაჩვენებლით ჩამორჩებოდა. შესაბამისად, ჩვენ მაშინაც და დღესაც გვჯერა, რომ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ადგილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირშია“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.
„რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – განაცხადა სანდუმ.
მსგავსი სიახლეები
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის
ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია -შალვა პაპუაშვილი
მაია სანდუს განცხადება აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს -ტატა ხვედელიანი
რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ -მაია სანდუ
,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე
ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა აქვთ, კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება -გია ვოლსკი
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის -გურამ მაჭარაშვილი
"დიფ სთეითმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვით ხალხის უკმაყოფილება გაზომა და საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი - ზაზა შათირიშვილი
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოში მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული
,,საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია შეიქმნება''- გურამ მაჭარაშვილი
მქონდა დისკუსია ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, მათთან საუბარი საჭიროა, თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს -ქსავიე ბეტელი
დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს -ლევან მახაშვილი
ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე
ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე
არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას -ირაკლი კობახიძე
"ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ"-ანი წითლიძე