უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და, ელექტრონული ფორმატით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

„გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.

გამოცდა მნიშვნელოვანი მექანიზმია ობიექტური და სტანდარტიზებული შეფასებისთვის, რაც კანდიდატების საგანმანათლებლო პროცესში თანაბარ ჩართულობას და მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდას 2019 წლიდან წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე ტესტირების სისტემა ხელს უწყობს როგორც სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ისე ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებას.

აპლიკანტები ტესტირების გასავლელად უნდა გამოცხადდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9).

რეგისტრაცია – 13:00 საათზე, გამოცდა კი 14:00 საათზე დაიწყება.

გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. გამოცდის მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში შესაბამისი ინსტრუმენტებით (კალამი, ფურცლები და სხვ.) უზრუნველყოფს.

საგამოცდო ტესტის ნიმუში

ტესტირება ტარდება ელექტრონული ფორმატით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება 3 ნაწილისაგან შემდგარი საგამოცდო ტესტი:

  • წაკითხულის გააზრება;
  • ლოგიკური მსჯელობა;
  • რაოდენობრივი მსჯელობა.

თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ, 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ბოლო, 45-ე დავალებაზე პასუხის მონიშვნის ან მონიშვნის გარეშე ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება ტესტის დასრულების შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რამდენ დავალებაზეა გაცემული პასუხი დავალებების საერთო რაოდენობიდან. ღილაკზე „დაასრულეთ“ დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია ტესტის დასრულების შესახებ.

გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გამოცდის პროცედურის შესახებ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ცენტრს გამოცდის დღეს, 20:00 საათამდე.

მონაწილეებს შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.ge სპეციალური პაროლით შეეძლებათ, რომელიც გამოცდის დღეს მიეწოდებათ.

გამოცდაზე დარეგისტრირებული სტუდენტების საყურადღებოდ!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უახლოეს დღეებში საცდელ ტესტირებას ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს, სადაც აპლიკანტები სისტემის გაცნობას ყოველგვარი შეფასების გარეშე შეძლებენ.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახლებულ ინფორმაციას ოფიციალურ Facebook და ვებგვერდზე ეტაპობრივად განათავსებს“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
,,დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება''- მეუფე იაკობი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვარის ამინდის პროგნოზი
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
,, ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი''- ვახტანგ ცინცაძე
სურსათის სააგენტო ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა