ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია -შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელის ბიუროკრატები მდაბიო ხასიათის ბწკენებით არიან დაკავებული მათ მიმართ, ვინც დაქვემდებარებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯოდმარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატების სახით საქართველოს საქმე აქვს არაკვალიფიციურ ხალხთან.

„საქართველოს თავზე გადავუფრინე და ისე ჩავფრინდი აზერბაიჯანში ან სომხეთში, ასეთი მდაბიო საქციელით რომ ფიქრობენ სამიათასწლოვანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას, იმ ქვეყანის მიმართ, რომელსაც ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, ეს აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატების სახით საქმე გვაქვს არაკვალიფიციურ ხალხთან. იმდენად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, რომ თავიანთ თავს აზიანებენ. ანტიქართული რიტორიკით და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის განხორციელებით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა. ბრიუსელის ბიუროკრატიამ მხოლოდ ეს მიიღო და ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ მათ მიმართ მაინცდამაინც არც გამორჩეული სიმპატიები გვაქვს და რაც უნდათ ის გაუკეთებიათ, მაგრამ ჩვენ ორი რამ გვადარდებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით გამორჩეულმა ზოგიერთმა ბიუროკრატმა ჩვენი ქვეყანა არ დააზიანოს და ევროკავშირი არ დააზიანოს, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით.

ამ ბიუროკრატიის ხელში არა, მაგრამ როდესაც ევროკავშირის ინსტიტუციების წამყვან პოზიციებზე ჭეშმარიტად ევროპელები, პატრიოტები და ევროპელ ღირებულებებზე მყოფი ადამიანები მოვლენ, მაშინ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის იქ რომ მივალთ, არ გვინდა, დაგვხვდეს ევროპა, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან, ევროპა, რომელიც მშვიდობის პროექტიდან გადაქცეული იქნება ომის პროექტად. დღეს ჩვენ ამას ვუყურებთ გამალებული შეიარაღებით. მშვიდობისთვის შექმნილი ორგანიზაცია ყოველ მეორე დღეს ომზე საუბრობს, ვინ დაესხმება თავს, ესენი როგორ მოიგერიებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის
ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია -შალვა პაპუაშვილი
მაია სანდუს განცხადება აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს -ტატა ხვედელიანი
რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ -მაია სანდუ
,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე
ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა აქვთ, კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება -გია ვოლსკი
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის -გურამ მაჭარაშვილი
"დიფ სთეითმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვით ხალხის უკმაყოფილება გაზომა და საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი - ზაზა შათირიშვილი
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოში მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული
,,საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია შეიქმნება''- გურამ მაჭარაშვილი
მქონდა დისკუსია ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, მათთან საუბარი საჭიროა, თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს -ქსავიე ბეტელი
დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს -ლევან მახაშვილი
ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე
ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე
არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას -ირაკლი კობახიძე
"ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ"-ანი წითლიძე