საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი არის ახალი სარეგისტრაციო სისტემის შემოღება პირველკლასელთათვის.
მიქანაძის თქმით, თავდაპირველად, ეს შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს.
„თითოეული რეგიონის დიდ ქალაქს დამატებული ფოთი და თბილისი, ჯამში გამოდის 12 ქალაქი, სადაც პირველ რიგში სწორედ რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მოხდება მოსწავლეთა ჩარიცხვა პირველ კლასში, ხოლო დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე შემდგომში გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია", - განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძის შეფასებით, ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რათა დარეგულირდეს გარკვეული საკითხები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში.
„ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება პირველი შედეგების გაანალიზება, შეჯერება და იმ მიმართულებების კიდევ უფრო დახვეწა, რაც პროცესს უფრო აქტუალურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. რა თქმა უნდა, ინკლუზიის საკითხები ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ, გასულ წელს მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამინისტროს წიაღში შევქმენით ინკლუზიის დეპარტამენტი, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას და მიდგომას ამ საკითხის მიმართ, მის მნიშვნელობას და აქტუალობას სახელმწიფოსთვის. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, სპეცპედაგოგებთან ერთად გვქონდეს შესაძლებლობა, უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომელთაც შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მასწავლებლების, ყველა პედაგოგის გადამზადება მოხდეს შესაბამისი უნარებით, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იყოს დაწყებითი პედაგოგების გადამზადება იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის ფარგლებში დამამთავრებელ კლასებში ვგეგმავთ პროფორიენტაციის კომპონენტის შემოღებას, რაც გულისხმობს მოსწავლეების ინტერესებიდან, შესაძლებლობიდან, უნარებიდან გამომდინარე მათთვის რჩევის მიცემას, რას შეძლებენ ისინი, რა მიმართულებით იქნება მიზანშეწონილი მათი შემდგომი განვითარება. ეს იქნება რჩევის დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქრდეს, მისი უნარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა კუთხით უნდა მოხდეს შემდგომი განვითარება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ასევე პედაგოგების შემდგომ გადამზადებაზე.
„მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია სრულფასოვნად პასუხობდეს საჭიროებებს, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული. ისევე როგორც ჩვენ დეკემბრის ბოლოს, სასკოლო საზოგადოებასთან და განსაკუთრებით, პედაგოგებთან აქტიური განხილვების შედეგად, მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელიც სრულიად ახლებურ, ბევრად სამართლიან, და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულ საშუალებებს იძლევა. შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ რეფორმის უშუალო, შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ჩვენ გვექნება მსჯელობა, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი, რომელიც მეტად უნდა პასუხობდეს იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თითოეული საჯარო სკოლა დგას", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მსგავსი სიახლეები
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
,,დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება''- მეუფე იაკობი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვარის ამინდის პროგნოზი
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
,, ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი''- ვახტანგ ცინცაძე
სურსათის სააგენტო ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა