,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე

 

როდესაც საუბარია წამალზე, ბუნებრივია ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ფასზე იყოს რეგლამენტი დაწესებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი.

„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ფარმაცევტულ სექტორში ფასწარმოქმნის პოლიტიკის რეგულირება და ამაზე თვალყურის დევნება. სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამაზე არის დამოკიდებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების თვალსაზრისით გარკვეული წნეხის შემცირება.

ბუნებრივია არის გარკვეული პროდუქტები, რომელთა მიმართებაშიც ხელმისაწვდომობა არ არის იმდენად სენსიტიური, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს ფარმაცევტულ სექტორში. როდესაც საუბარია წამალზე, სამკურნალო საშუალებებზე და ასეთ პრეპარატებზე, ბუნებრივია ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანია, რომ აქ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ერთის მხრივ ხარისხზეც, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასზეც იყოს ისეთი რეგლამენტი დაწესებული, რომელიც ხელმისაწვდომობას მოქალაქისთვის უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, ამას მუდმივად აკვირდება ჯანდაცვის სამინისტრო. მუდმივად თვალყურს ადევნებს, როგორ ვითარდება სექტორში საქმეები.

ფაქტია, რომ რეფერენტული ფასები ამ დრომდე მუშაობს ისე, როგორც ბევრ ევროპულ განვითარებულ სახელმწიფოში. საქართველოშიც ამან მოიტანა დადებითი შედეგი. დაახლოებით 7000 დასახელების მედიკამენტზე დღეს არსებული ფასი არის ზუსტად ისეთი, როგორიც მაგალითად, ევროპულ რამდენიმე სახელმწიფოში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მედიკამენტების ბაზარი ცოცხალი პროცესია და მუდმივად საჭიროებს დაკვირვებას.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
,,დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება''- მეუფე იაკობი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვარის ამინდის პროგნოზი
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
,, ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი''- ვახტანგ ცინცაძე
სურსათის სააგენტო ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა