წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე

შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ყურადღებით, ჩაინიშნეს ბევრი საკითხი. ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას, - ამის შესახებ „ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კურტანიძის თქმით, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები კი წარადგენენ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

„ზოგადად, ბიზნესს აქვს ოქროს კანონი. 34 წელია, რაც ბიზნესში ვარ. რაც უფრო იაფი, უფრო ნაკლები ფასნამატით ყიდი, მით უფრო მეტს ყიდი და მეტი გაქვს მოგება. რაც ძვირად და მეტი ფასნამატით ყიდი, უფრო ნაკლებს ყიდი და უფრო ნაკლები გაქვს მოგება; ბოლოს საერთოდ კოტრდები. ჩვენი, ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს, მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს შეძენა. ადამიანმა თუ ვერ შეიძინა, ბიზნესი არ გექნება.

შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად ყველაფერს აკეთებს, რათა მედიკამენტების ფასი, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება, გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რათა წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.

წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის მსოფლიოში უმკაცრესი. ამიტომ ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში - ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, ორჯერ მოხდა მისი გადავადება, მაგრამ ძალაში შედის - ბევრი წამალი აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ფასი. მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, შეიცვლება თუ გადახედვა მოხდება, ამაზე მოვისმინეთ აზრი მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა. ეს არის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება. ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოიკვეთება.

ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის 10 ათასი მედიკამენტი. 7 000 არის უკვე რეფერენტული ფასი. იმ 3 000-აც თანდათან ამატებს სამინისტრო. 7 ათასი პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები, კონკურენციიდან გამომდინარე, უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში არის უმწვავესი. ​რეფერენტული ფასია და უფრო იაფადაც იმიტომ ვყიდით, რომ არის კონკურენცია.​ მთავრობას აქვს სურვილი, კომპანიებს გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მუდმივად გაიაფდეს მედიკანეტები. ეგ არის ბიზნესის არსი და მიზანი", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
,,დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება''- მეუფე იაკობი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვარის ამინდის პროგნოზი
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
,, ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი''- ვახტანგ ცინცაძე
სურსათის სააგენტო ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა