ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რა მოტივი და მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს.

პროკურატურამ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და მისი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ილია ღუდუშაურს პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა დაუდგინა.

პროკურატურამ ღუდუშაურს ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.

ბრალდების მხარე მისთვის 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

თავად ბრალდებულს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია . ის ბრალს სრულად დაეთანხმა.

წინა სასამართლო სხდომა 24 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 





მსგავსი სიახლეები
იტალიიდან უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე გააძევეს - მათ შორის ორი ქართველია
კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა
პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს
დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ - შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე
ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
პროკურატურა საბოტაჟის საქმეზე ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან -სუს-ი
პოლიციამ მუხრანში დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
სუს-ის თანამშრომელი მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
,,ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვლზე გაიხსნა'' - შსს