,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე

 

 

„ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს. კომერციული ინტერესი არ უნდა ახდენდეს გავლენას, რომელი ფარმაცევტული პროდუქტით ვაჭრობა არის მოგებიანი, ან - წაგებიანი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააფთიაქო ქსელებს, უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა და  გაიაზრონ, რომ მედიკამენტების დეფიციტის საკითხი საჯარო პოლიტიკის ნაწილია, მისი რეგულირება კი აუცილებელი.

„ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს. შევხედავთ, როგორ შეიძლება, დავაზღვიოთ ასეთი რისკებისგან მოქალაქეები. დაგვჭირდება ოპტიმალური ხერხების შემოტანა, რომლითაც პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება ამგვარი პერიოდული დეფიციტები.

სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც მიწოდების კუთხით,  იმპორტიორს ან სააფთიაქო  ქსელს ექმნება  გარკვეული შეფერხება. ამის დამზღვევი მექანიზმები დღესაც არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, თუმცა, ყოველთვის შეიძლება ფიქრი, როგორ დავხვეწოთ სისტემა დეფიციტების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
,,დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება''- მეუფე იაკობი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 იანვარის ამინდის პროგნოზი
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
,, ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი''- ვახტანგ ცინცაძე
სურსათის სააგენტო ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა