,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის

 

„გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას განმარტებით, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტება.

„ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს (ეს განმარტება სიტყვა-სიტყვით იმეორებს FARA-ს ამერიკულ კანონში პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას). ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.

თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, „გრანტების შესახებ" კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, კირცხალიას განმარტებით, საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შედის ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში განხორციელდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობა.

„რევოლუციურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები. საბედნიეროდ, სახელმწიფომ რევოლუციის ყველა მცდელობა წარმატებით აღკვეთა, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობამ შეიტანა.

ყველას კარგად გვახსოვს, საქართველოს უცხოელი არაკეთილმოსურნეების როგორი წინააღმდეგობა მოჰყვა გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველ რედაქციას, რომელიც ერთადერთ რამეს - უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების მიერ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას ითვალისწინებდა. დადასტურდა, რომ როგორც კონკრეტულ უცხოელ დონორებს, ისე მათ აგენტურას დასამალი ბევრი ჰქონდა. საბედნიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მალევე გაარჩია სიმართლე ცრუ პროპაგანდისგან და ხელისუფლებამ უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი წარმატებით დაამტკიცა.

მას შემდეგ, მოვლენები გლობალურ პოლიტიკაში დინამიურად განვითარდა. საქართველოს შემდეგ, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები, ერთმანეთის მიყოლებით, არაერთმა ქვეყანამ მიიღო. მათ შორის იყო საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი და სხვა.

საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს USAID, NED, EED და სხვა უცხოური ფონდები აფინანსებდნენ. ამ ყველაფერს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საბოლოოდ ახადა ფარდა, როდესაც მან ამერიკული ფონდები სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობასა და სისტემურ კორუფციაში ამხილა და ამ საფუძვლით დახურა.

დღევანდელი მოცემულობით, უცხოეთიდან საქართველოში არეულობის, ძალადობისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული. თუმცა, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდის ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული მშვიდობის, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის
ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია -შალვა პაპუაშვილი
მაია სანდუს განცხადება აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს -ტატა ხვედელიანი
რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ -მაია სანდუ
,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე
ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა აქვთ, კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება -გია ვოლსკი
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის -გურამ მაჭარაშვილი
"დიფ სთეითმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვით ხალხის უკმაყოფილება გაზომა და საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი - ზაზა შათირიშვილი
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოში მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული
,,საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია შეიქმნება''- გურამ მაჭარაშვილი
მქონდა დისკუსია ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, მათთან საუბარი საჭიროა, თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს -ქსავიე ბეტელი
დებატები არის აზრთა ჭიდილი, არგუმენტების შეპირისპირება და სწორედ ამ ფორმატში გაიმართება, არც ჩვენ, არც საზოგადოებას რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს -ლევან მახაშვილი
ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული -კახა კალაძე
ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოლოდინის რეჟიმში ვართ -კახა კალაძე
არსებობს უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას, მანამდე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას -ირაკლი კობახიძე
"ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ"-ანი წითლიძე