უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს - მარკო რუბიო
უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„უსაფრთხოების გარანტიებზე ბევრი საუბარია. ეს არის ის, რაზეც ამჟამად, უკრაინის შემთხვევაში, გვაქვს ზოგადი შეთანხმება. თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად გულისხმობს მცირე რაოდენობით ევროპული ჯარისკაცების, ძირითადად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილ დამცავ მექანიზმს. სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმია. მე არ ვამცირებ იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზადაა ომის შემდგომ ჯარები განათავსოს უკრაინაში. რასაც მე აღვნიშნავ, არის ის, რომ ეს აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმის გარეშე უმნიშვნელოა. და მიზეზი, რის გამოც გჭირდებათ ასეთი ძლიერი აშშ-ის დამცავი მექანიზმი, არის ის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებში. ახლა, იმედია, ეს შეიცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ეს უკვე შეიცვალა. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითუნარიანები იქნებიან",- განაცხადა რუბიომ.
რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი მთავარი საკითხი ტერიტორიას ეხება.
„ვიცი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმის დასანახად, შეიძლება თუ არა ორივე მხარის პოზიციების შეთანხმება ამ საკითხზე. ეს არის ხიდი, რომელიც ჯერ ვერ გადავკვეთეთ. ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული, მაგრამ სულ მცირე, შევძელით საკითხების დაყვანა ერთ ცენტრალურ საკითხამდე და ეს, ალბათ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის საკითხი, რომელზე მუშაობაც გრძელდება",- განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური სირთულე უკრაინისთვის არის, რომ საერთოდ განიხილოს ტერიტორიის გაცვლის იდეა.
„რუსეთის შემთხვევაში, ისინი ორწელიწად-ნახევარია, ეუბნებიან თავიანთ ხალხს, რომ ამ ომს დამაჯერებლად იგებენ. ასე რომ, ხალხი დაინტერესდება, რატომ ვთმობთ ტერიტორიას, თუ ასე ძლიერად ვიმარჯვებთ?", - განაცხადა რუბიომ.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან კავშირშია „ალბათ, დღეში 10-ჯერ". აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეთანხმებულია აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება.
მსგავსი სიახლეები
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი
საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება
Sky News: ჩინეთი ბრიტანეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს მოხუსნის
დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება-CNN
პორტუგალიაში ქარიშხლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ -კირ სტარმერი
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია -ფრიდრიხ მერცი
უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს - მარკო რუბიო
ირანის წარმომადგენლობა გაეროში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს