2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია -ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანება გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუძლებელია",- განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჯერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა, რომელიც გაწევრიანების გზას გაუხსნის, თუმცა მისი თქმით, ეს გრძელვადიანი პროცესია.

„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინა ევროკავშირთან თანდათანობით დავაახლოოთ. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ შეუძლებელია",- აღნიშნა მერცმა.

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მერცმა განაცხადა, რომ მჭიდრო კონტაქტზეა ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან. ჩვენ ასევე ერთობლივად შევიმუშავეთ დოკუმენტები და კარგია, რომ, პირველ რიგში, უკრაინასა და რუსულ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს",- განაცხადა მერცმა.

 





მსგავსი სიახლეები
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი
საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება
Sky News: ჩინეთი ბრიტანეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს მოხუსნის
დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება-CNN
პორტუგალიაში ქარიშხლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ​ -კირ სტარმერი
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია -ფრიდრიხ მერცი
უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს - მარკო რუბიო
ირანის წარმომადგენლობა გაეროში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს