სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი

ათასამდე ადამიანია, რომელიც ყოველდღიურად აპროტესტებს, ამის იქით არანაირი ბრძოლა, წინააღმდეგობა საქართველოში არ არსებობს. ვწუხვარ, მაგრამ ათასი კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი ამ ეტაპზე არის ორი - შეტევა ან დიალოგი.

„ყოველთვის ვამბობ სიმართლეს და შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს, რასაც დღეს ამ დარბაზიდან ვიტყვი. გამბედაობა რომ არ ჰყოფნის ვიღაცას გარეთ, ტყვეობაში მყოფმა მინდა, გითხრათ ჩემი სათქმელი. 500-დან ათასამდე ადამიანია, რომელიც ჯანმრთელობის ფასად, ყოველდღიურად აპროტესტებს. ეს გმირი ხალხია, ქედს ვიხრი მათ წინაშე, მაგრამ ამის იქით არანაირი პროტესტი, ბრძოლა და წინააღმდეგობა საქართველოში არ არსებობს. ეს არის აბსოლუტური სიმართლე. ვწუხვარ ამის გამო, მე, როგორც პროტესტის გულშემატკივარი. გახსენით დისკუსია. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს, რომ ყველაფერი არის კარგად, თურმე ვინმემ ვერ დამამარცხა. შეშინებულია ხალხი, მხოლოდ ათასი ადამიანი წირავს თავის ჯანმრთელობას, იბრძვის. ამიტომ, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ამ დროისთვის, რუსმა ოლიგარქმა მოუგო ქართველ ხალხს. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროისთვის უგებს. ბრძოლა წაგებულია, ომი არ წაგვიგია. ორი მოთხოვნაა, პოლიტპატიმრები, მძევლები და არჩევნები. ამაზე არავის აქვს წინააღმდეგობა, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამოწურულია ეს თემა, მაშინ რას ვაკეთებთ? პრობლემა რომ გვაქვს, ეს უნდა ვთქვათ, ვაღიაროთ. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ამ ეტაპზე ეს ბრძოლაც მოგვიგეს. ეს არის სიმართლე. არის ორი გზა - როცა კრიმინალები, ტერორისტები აიყვანენ მძევლებს, იქ არ არის მესამე გამოსავალი. დღეს ჩვენ მოვიგონეთ ეს მესამე გამოსავალი. მძევალი როცა არის აყვანილი, ორი გამოსავალია, ერთი - გადადიხარ შეტევაზე და გამოიხსნი მძევალს, მეორე არის მოლაპარაკება, საუბარი, დიალოგი. ზოგს ამის თქმისაც ეშინია გარეთ. ბრძოლა ხომ არ გამოსდით. მრცხვენია იმის, რომ საქართველოში მარტო ათასი, ათასამდე ადამიანია. მორჩა, ასე არაფერი არ გამოვა, ეს არის ტყუილი, ნუ ვიტყუებთ თავს, სიცრუეში ნუ ვცხოვრობთ.

მეორე გამოსავალი არის - დიალოგი, ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს. აიღეთ თქვენს თავზე. მე რომ ვიყო თავისუფალი, რას ქვია, ტალახს მესვრის ვიღაც. არავის ვსაყვედურობ, მესმის, ძმებო და დებო, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან ტროტუარზე დგომის გამოც გვიჭერენ. როგორ არ გვეშინია, გვეშინია. ათას კაცზე მეტი არ იძებნება, რომ რუსულ რეჟიმს ებრძოლოს. ამიტომ, მივმართავ, ვინც არის გარეთ, ოღონდ ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ „შეტენით" და ეტყვით, თქვენ გააგრძელეთო. ეს ხალხი იბრძვის, რა ქნან. აიღეთ პასუხისმგებლობა. დებატებს რომ სთავაზობენ თუ რაღაცას, დებატებზე დაუჯექით, პირობითად, თუ პატიმრებს გამოუშვებენ. დაელაპარაკეთ, თუ ამ ეტაპზე ბრძოლა არ შეგვიძლია. სხვა გამოსავალი არ არის.

მესამე გამოსავალი მოიფიქრა ხალხმა - მოდით, დაველოდოთ, თავისით რაღაც მოხდება. თავისით არაფერი მოხდება. დღევანდელი მონაცემებით, არანაირი ნიშანწყალი არ არის ამის. ტყუილია, რომ სადმე რამე წინააღმდეგობა, ბრძოლა არის. ნუ ატყუებთ ერთმანეთს. ვინმეს გეყოთ გაბედაობა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მაინც დავიწყოთ ლაპარაკი. ლაპარაკის გამო, რასაც ვლაპარაკობდი, იმის გამო ვარ ახლა ციხეში. გეყოთ გამბედაობა. არ მიიღოთ ეს შენიშვნად, ვინმეზე ხელის გაშვერად, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ სიმართლე არის ეს. ან აკეთებ ერთს, რაც არის შეტევა, ბრძოლა - ვწუხვარ, ათასი კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ ბრძოლას არ აპირებთ, თუ ბრძოლა არ გამოდის, მაშინ ელაპარაკეთ მაინც, იქნებ გამოვძვრეთ და სხვა ვითარება დავაყენოთ. იქნებ მოხდეს სწორი კომუნიკაცია. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს ხალხი ზვარაკად არ უნდა იყოს შეწირული. არანაირი დღის წესრიგი არ გვაქვს, შემოიტანეს ფასების თემა, ყაჩარები, ყველანი ერთად არიან შეკრული. თავის ჭკუაზე გვატრიალებენ, თავისი დღის წესრიგით. საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ ლაპარაკობს?", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის
ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია -შალვა პაპუაშვილი
მაია სანდუს განცხადება აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს -ტატა ხვედელიანი
რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ -მაია სანდუ
,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე
ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა აქვთ, კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება -გია ვოლსკი
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის -გურამ მაჭარაშვილი
"დიფ სთეითმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვით ხალხის უკმაყოფილება გაზომა და საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი - ზაზა შათირიშვილი
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოში მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული
,,საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია შეიქმნება''- გურამ მაჭარაშვილი