ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

 

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.

ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან.

კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

- ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;

- ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

- ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

- ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.

კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე  და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.

კომპენსაციის ოდენობას,  მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის №33  დადგენილება: https://nfa.gov.ge/Ge/Legislation

საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის №332 დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით  სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერითჯილეხით  მკვდარი ცხოველების  მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცაამჯერად, ცხოველის მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციით ისარგებლონ ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაშიც. 

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება -გივი მიქანაძე
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 იანვარის ამინდის პროგნოზი
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა