ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ოთხი ექიმი დააკავეს

 

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების
დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია
მიცემული შპს "კროლ მედიქალ ქორფორეიშენის" და შპს "თბილისის ცენტრალური
საავადმყოფოს" ოთხი ექიმი - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.

როგორც ემზარ გაგნიძე აღნიშნავს, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, ამავე საქმეზე ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის მიღებას.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 25, 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის
სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ

 

 





მსგავსი სიახლეები
ComCom-მა „ფორმულა" ნაციონალური მოძრაობისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა
პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თავდაცვის სამინისტრო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
ყალბი ცნობების გამოყენებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საქმეზე ჩვენს მიერ დაკავებულია ერთი პირი -თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ოთხი ექიმი დააკავეს
სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა
იტალიიდან უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე გააძევეს - მათ შორის ორი ქართველია
კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა
პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს
დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ - შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე
ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა