თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

 

საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემა „ფორბსმა"  პლატფორმა Tripadvisor-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის თბილისმა მეორე ადგილი დაიკავა.

Tripadvisor-ის Travelers' Choice Awards-ის ფარგლებში გამოქვეყნებული რეიტინგი  მილიონობით მოგზაურის შეფასებებსა და მიმოხილვებს ეფუძნება, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ობიექტურ საერთაშორისო ტურისტულ ინდიკატორად აქცევს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე,  კულტურულ დაწესებულებებსა და ხელოვნების ახალ სივრცეებზე, რომლებიც ქალაქს თანამედროვე და ამავე დროს ავთენტურ სახეს უნარჩუნებს.  სტატიაში ნახსენებია რუსთაველის გამზირი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

„2026 წელი ის პერიოდია, როდესაც თბილისი საბოლოოდ იმკვიდრებს ადგილს გლობალურ ტურისტულ რუკაზე, საქართველოს დედაქალაქი შესაძლებლობებით სავსე ქალაქია, რაც ნათლად აისახება ახალგახსნილ სივრცეებში, რომლებიც მის კულტურულ და ტურისტულ ლანდშაფტს ქმნის" -აღნიშნულია სტატიაში.

თბილისთან ერთად Forbes-ისა და Tripadvisor-ის 2026 წლის ტრენდული მიმართულებების ათეულში მოხვდნენ: მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუი ნიონი (ვიეტნამი), პუერტო ესკონდიდო (მექსიკა), მილანი (იტალია), გლაზგო (შოტლანდია), აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), რესიფი (ბრაზილია) და სან-კარლოს-დე-ბარილოჩე (არგენტინა).

 

იხ. "Forbes" სტატია: https://www.forbes.com/sites/duncanmadden/2026/01/16/the-worlds-top-trending-destinations-for-2026-according-to-tripadvisor/

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება -გივი მიქანაძე
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 იანვარის ამინდის პროგნოზი
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა