საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადა იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო საქმიანობის გამდიდრებაში შეაქვთ.
„უდიდესი პატივისცემით მოგესალმებით თქვენ - ჩვენს სახელოვან მეცნიერებს, ადამიანებს, რომლებსაც უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით ჩვენი ერისა და სამშობლოს წინაშე.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო საქმიანობის გამდიდრებაში შეგაქვთ.
მეცნიერების როლი ნებისმიერი საზოგადოებისთვის ფუნდამენტურია, რადგანაც სწორედ თქვენ ქმნით ობიექტურ და დასაბუთებულ ცოდნას. რომ არა თქვენი წარმატებული და აღიარებული საქმიანობა, ურთულესი იქნებოდა ჩვენი წარსულის გააზრება და მომავლის განსაზღვრა, იდენტობისა და ღირებულებების შენარჩუნება, სიცრუისა და სიმართლის გარჩევა, მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევა და იმ გამოწვევების დაძლევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისთვის გადაულახავ ბარიერად იყო ქცეული.
დღეს, როდესაც სამყარო იცვლება და ვითარდება, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტებითა და ანალიზით გამყარებულ მეცნიერულ კვლევას, რომელიც, პრაქტიკულ საქმიანობაში საზოგადოების ინტერესებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, „ეროვნული პრემიის" მთავარი იდეა მეცნიერების მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმის დაფასებაა.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი წვლილი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვასა და განმტკიცებაში, რადგანაც, გარდა უდიდესი სამეცნიერო ღირებულებისა, თქვენი ნაშრომების ინტეგრირება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და ქართული, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მყარ საფუძველს ქმნის.
ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა და ის ხელშეწყობა, რომელიც ჩვენი მეცნიერებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს.
„ეროვნული პრემიის" იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობას, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, დავაფასოთ ის საქვეყნო საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ. მოხარული ვარ, რომ გამოცხადებულ კონკურსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი „ეროვნული პრემიის" კომისიის თითოეულ წევრს. მართლაც შთამბეჭდავი შემადგენლობაა, ნებისმიერ კომისიას დაამშვენებდა ჩვენი კომისიის წევრების მაღალი კვალიფიკაცია.
გილოცავთ პრემიის მფლობელებს ამ გამარჯვებას. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ღირსეული ქართველი აღიზრდება თქვენს ღვაწლზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:
ლევან ჯაფარიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის: „მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა", „მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე", „მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები"; ავტორთა ჯგუფს: როინ მეტრეველს, ვახტანგ გურულს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიანე ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და ალექსანდრე დაუშვილს - სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის „კავკასიის ისტორია" (ორტომეული).
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი გასაცემელი გადასცა.
კონკურსი 2025 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა.
ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
კომისიის თავმჯდომარე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია
კომისიის წევრები:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე
ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე
მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარე ზვიად გაბისონია და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება -გივი მიქანაძე
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 იანვარის ამინდის პროგნოზი
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი