საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება
ფრანგულ სააგენტოზე ვრცელდება ჟან-ლუკ რობერტის სტატია, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს საფრანგეთის ხელისუფლების პრიორიტეტებს და ამტკიცებს, რომ ქვეყანა უფრო მეტ ფულს ხარჯავს უკრაინის მხარდასაჭერად, ვიდრე საკუთარ შიდა უსაფრთხოებაზე. ავტორი ამით აჩვენებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებს საგარეო მიმართულობით მეტ აქტიურობას, მაშინ როცა პოლიციას და ჯანდაცვის სისტემას აკლია რესურსები, ხელფასები და შესაბამისი პირობები. ასევე, ის პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც მაკრონის ხელისუფლებას, ისე იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მის პოლიტიკას დაუჭირეს მხარი.
"21 მილიარდი უკრაინისთვის- თქვენი ფული, მაშინ როდესაც ფრანგული პოლიცია იღუპება. როდესაც საფრანგეთი საზღვარგარეთ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე... უკრაინაში ომის დაწყებიდან კიევის დასახმარებლად თითქმის 21 მილიარდი ევრო დაიხარჯა, მაშინ როცა ეროვნული პოლიციის ბიუჯეტი მხოლოდ 13 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს მარტივი ციფრი - 21 13-ის წინააღმდეგ - მკაფიოდ ასახავს პოლიტიკურ რეალობას: ჩვენ შეგვიძლია დავხარჯოთ ფული, რომელიც არ გვაქვს შორეულ მიზნებზე, მაგრამ არ გვაქვს რესურსები, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი საკუთარ მიწაზე. პოლიციელები რეგულარულად ჩივიან აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის ან დამატებითი ძალების ნაკლებობაზე; ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები წლების განმავლობაში გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას არაადეკვატურ სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასებზე. თუმცა, როდესაც საქმე უცხოეთში ძალისხმევის გაწევას ეხება, ფული უხვად იხარჯება. ეს გარდაუვალი არ არის; ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. და ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგებს არ შეუძლიათ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას: მათ ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტი და უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ საბიუჯეტო პოლიტიკას", - ამბობს ავტორი.
ავტორის აზრით, პრობლემა არა სოლიდარობაშია, არამედ იმაში, რომ საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებსა და შიდა უსაფრთხოებაზე ზრუნვას უკანა პლანზე წევს, ხოლო ფულსა და ვალდებულებებს უცხოეთში მიმართავს.
"რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც სოლიდარობის აქტი ან აგრესიის შეკავების გეოპოლიტიკური სტრატეგია. თუმცა, საკუთარი სამართალდამცავი ორგანოებისგან საკუთარი მოვალეობის შესრულების მოთხოვნა არასათანადო პირობებში იმ დროს, როდესაც მილიარდობით დოლარი საზღვრებს გარეთ მიდის, სრულიად სხვა საკითხია. ეს არა ეგოიზმის, არამედ ეროვნული პრიორიტეტების საკითხია. ჩვენ გვსურდა, რომ ჯანდაცვის მუშაკების ხელფასების გაზრდისას ისეთივე მონდომება და სიმტკიცე გვენახა, როგორსაც უცხოეთში სამხედრო ან ჰუმანიტარული ოპერაციების დაფინანსებისას ვხედავთ. გვინდოდა, რომ ჩვენი პოლიციელები - ყოველდღიური უსაფრთხოების გარანტები - იღებდნენ დაფინანსებას, რომელიც შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი ყოველდღე დგანან. საბოლოო ჯამში, კითხვა არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენს ვხარჯავთ, არამედ იმაში, თუ რაში და ვისთვის ვხარჯავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური არჩევანი ნათელია: შიდა უსაფრთხოებასა და ფრანგი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში ინვესტირების ნაცვლად, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ფულის, ჩვენი ვალდებულებების და საბოლოო ჯამში, ჩვენი პასუხისმგებლობების უცხოეთში მიმართვას"- ნათქვამია სტატიაში.
მსგავსი სიახლეები
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი
საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება
Sky News: ჩინეთი ბრიტანეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს მოხუსნის
დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება-CNN
პორტუგალიაში ქარიშხლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ -კირ სტარმერი
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია -ფრიდრიხ მერცი
უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს - მარკო რუბიო
ირანის წარმომადგენლობა გაეროში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს