ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომავალი კვირის დასაწყისში ჩამოყალიბდება სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია და განისაზღვრება კვოტები.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნების" ინიციატივაა, კომისიამ 14-კაციანი შემადგენლობით იმუშაოს.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ასევე ფრაქციის ინიციატივაა, რომ კომისიას უხელმძღვანელოს შოთა ბერეკაშვილმა.
„დროებითი კომისიის ინიციატივა მოდის ფრაქცია „ქართული ოცნების" მხრიდან. თავად დადგენილების პროექტი ორშაბათს გამოვა ბიუროს სხდომაზე. დადგენილება კომიტეტებზე განხილვის გარეშე, პირდაპირ გავა პლენარულ სხდომაზე. იმისთვის, რომ ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი მომზადებული იყოს სამუშაოდ, დადგენილების მიღების შემდეგ საპროცედურო კომიტეტი განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობის რაოდენობას და აქედან გამომდინარე გამოთვლის კვოტებს თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის. რა თქმა უნდა, კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა თავად ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ კომისია იყოს 14-კაციანი შემადგენლობით. საპროცედურო კომიტეტი ამ ინიციატივას თუ გაიზიარებს და 14-კაციანი შემადგენლობით იქნება, ამ შემთხვევაში, კვოტები გამოვა: შვიდი წევრი „ქართული ოცნებისთვის", სამი წევრი „ხალხის ძალისთვის", სამი წევრი ფრაქცია „საქართველოსთვის" და ერთი წევრი „ევროსოცებისთვის". ანუ შვიდი, სამი, სამი, ერთი. როგორც იცით, უმრავლესობას არ უნდა ჰყავდეს კომისიაში უმრავლესობა. ამიტომ, გთხოვთ, წინასწარ მომზადებული ვიყოთ, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება კომისიის მუშაობაში, რათა კანდიდატებზე იყოთ ჩამოყალიბებული. მათ შორის ჩვენი მიზანიც არის, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კომისიამ მუშაობა. სავარაუდოდ ოთხშაბათს დილას ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფებისგან ბიუროსთვის უკვე წარმოდგენილი უნდა იყოს მათი წევრები კომისიაში. ამიტომ, მანამდე დრო გაქვთ, შეგიძლიათ, ჩამოყალიბდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
გუშინ უმრავლესობის ლიდერმაც დააანონსა, რომ ფრაქციის ინიციატივაა, კომისიას უხელმძღვანელოს შოთა ბერეკაშვილმა. ასე რომ, მომავალ კვირას, სამშაბათი-ოთხშაბათი დაეთმობა კომისიის ჩამოყალიბებას. იმედი მაქვს, ოთხშაბათიდან, ხუთშაბათიდან კომისია უკვე დაიწყებს სრულფასოვნად მუშაობას და გვექნება შესაძლებლობა, ამ საკითხებზე ვიმუშაოთ. მათ შორის ინიციატივის ავტორების მხრიდან დასახელებულია კომისიის მუშაობის სამთვიანი ვადა. აქედან გამომდინარე, კომისიას ექნება ძალიან ინტენსიური მუშაობის შესაძლებლობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის
ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია -შალვა პაპუაშვილი
მაია სანდუს განცხადება აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს -ტატა ხვედელიანი
რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ -მაია სანდუ
,, მაია სანდუ მცდელობას არ იშურებდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ცეცხლზე ნავთი დაესხა''- ნინო წილოსანი
დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე
ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა აქვთ, კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია -ირაკლი ქადაგიშვილი