გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ პირველი სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სატელეკომუნიკაციო სფეროს, მაუწყებლობისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ გამოცხადებული ნდობისთვის კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ComCom-ის ეფექტიან საქმიანობას ციფრულ ეპოქაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს.
„პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს და თითოეულ თქვენგანს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემთვის ეს პატივთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გამოწვევა, და მოტივაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინაშე არსებულ ყველა ამოცანას და გამოწვევას, ღირსეულად დავძლევთ და ერთობლივად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ამასთან აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ კახას, გაწეული მრავალწლიანი შრომისათვის და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. ციფრულ ეპოქაში, როცა ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, კომისიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, ბაზრის გახსნას, კონკურენციის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ყველა პროექტი და გადაწყვეტილება, რომელიც კომისიის მიერ იქნება მიღებული, უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს და საჭიროებებს მოემსახურება." - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, გოგა გულორდავამ მაუწყებლობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მედია სფეროს მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციისგან გაათავისუფლებს.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში გატარებული პოლიტიკის შედეგად, და, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული კომუნიკაციების კომისიას, გვაქვს მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, ამაზე მეტყველებს ის, რომ დღევანდელი მოცემულობით არსებობს 108 მაუწყებელი, აქედან 20 ეროვნული მაუწყებელი. ციფრებს თუ შევადარებთ, 2012 წლამდე ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ 4 ეროვნული მაუწყებელი. თუმცა, ამ მრავალფეროვნებამ, თავის მხრივ, სხვა გამოწვევები შექმნა: რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მედიასივრცე გაჯერებულია ყალბი ინფორმაციით, დეზინფორმაციით, ხშირად ვხვდებით მიკერძოებას, სამართლიანობის პრინციპების დარღვევას და ესეც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად რჩება ჩვენთვის, როგორც რეგულატორისთვის. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, ამას კომისია ურყევად დაიცავს, თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაყურებლის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული და მედიასივრცე მაქსიმალურად იყოს დაცლილი ყალბი ინფორმაციისგან." - აღნიშნა გოგა გულორდავამ.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ComCom-ის რეგულირების ქვეშ არსებულ მესამე მიმართულებაზე - მედიაწიგნიერების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კომისია უკვე 8 წელია მუშაობს და კვლავ აქტიურად გააგრძელებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული პროექტების განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. 2026 წლის 29 იანვარს კი კომუნიკაციების კომისიის წევრებმა გოგა გულორდავა კომისიის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით, ერთხმად აირჩიეს და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის
ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია -შალვა პაპუაშვილი
მაია სანდუს განცხადება აკნინებს ჩვენი მოსახლეობისა და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს -ტატა ხვედელიანი