თავდაცვის სამინისტრო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

 

თავდაცვის სამინისტრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ჯუანშერ ბურჭულაძისგან ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ცაბაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ 6 მილიონ 9 ათასი ლარის გაფლანგვა დადასტურდება, ეს თანხა ჯუანშერ ბურჭულაძემ უნდა აანაზღაუროს.

„ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2025 წლის ივნისში, ანტიკორუფციული დეპარტამენტიდან შემოვიდა მიმართვა, რომ მიმდინარეობდა თანხების გაფლანგვაზე გამოძიება. იურიდიულ საფუძველზე, ამ საქმეში მონაწილეობა დამევალა. გამოვცხადდი საგამოძიებო უწყებაში, გავეცანი საქმის მასალებს და დაზარალებულად ცნობის დადგენილებას. საქმე ეხება 2023 წლის შესყიდვას. კერძოდ ჰოსპიტლის აღჭურვილობას. საერთო ჯამში, 6 მილიონ 9 ათასია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანაზღაურებას მოვითხოვთ", - განაცხადა ცაბაძემ, რომლის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ComCom-მა „ფორმულა" ნაციონალური მოძრაობისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა
პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თავდაცვის სამინისტრო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
ყალბი ცნობების გამოყენებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საქმეზე ჩვენს მიერ დაკავებულია ერთი პირი -თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ოთხი ექიმი დააკავეს
სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა
იტალიიდან უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე გააძევეს - მათ შორის ორი ქართველია
კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა
პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს
დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ხელვაჩაურში და-ძმა, სავარაუდოდ, მოყინვით გარდაიცვალა - ცხედრებს, განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ - შსს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე
ილია ღუდუშაური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული -საგამოძიებო სამსახური
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა