პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება

 

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება.  რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს იგი საკანონმდებლო ორგანოს მარტის პირველ კვირაში წარუდგენს.

პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა და მათი საკომიტეტო განხილვების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ" კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში", „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში",  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" კანონში.

ბიურომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  კანონის ნორმას, რომელიც საჯარო სამსახურში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრულ ოდენობას არეგულირებს, დაემატება დათქმა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ნორმის მოქმედება არ გავრცელდება  საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული ქვედანაყოფის სტაჟიორის შრომის ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, კანონპროექტით კანონს დაემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული ქვედანაყოფის სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა  საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიციირებული კანონპროექტით „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  იცვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს დასახელება. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მომავალ კვირას, პარლამენტში პლენარული სხდომები 3 და 4 თებერვალს გაიმართება.

 

 





მსგავსი სიახლეები
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის