ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებს არ იღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.
„ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.
განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.
განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
- გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - აფსაროსის მე-3 შეს. №22
- აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - აეროპორტის გზატკეცილის №55
- სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - დიდაჭარის ქ. №21
- კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - კახაბრის ქ. №28გ
- აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - დავით აღმაშენებლის ქ. №19ა
- ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის ქ. №7
- ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ი. ჯავახიშვილის ქ. №70
- თამარის ადმინისტრაციული ერთეული - კონსტიტუციის ქ. №1
- ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - გოგოლის ქ. №14
- ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული - ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
- ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის №46
- რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. №8
- ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ლუკა ასათიანის ქ. №37ა
• მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - თამარ მეფის გამზირი №16
უსახლკარო პირთა და ოჯახთა სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, წესი და დამტკიცებული განაცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება -გივი მიქანაძე
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 იანვარის ამინდის პროგნოზი
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"ვაიზერი" საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 იანვარის ამინდის პროგნოზი