ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის

 

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.

შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.

ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

"როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ, საქართველომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები აიღო.

მან, ასევე, აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა საკვანძო ფაქტორია მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის, რაც საჭიროა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად," - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებაში "ვენის მექანიზმი" გაააქტიურა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოეხატათ და მეტი ინფორმაცია მოეთხოვათ, თუმცა, განცხადებაში აღინიშნება, რომ მას შემდეგ "საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანური მიმართულებით საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის მხრივ მათი შეშფოთება მხოლოდ გაიზარდა."

"ვადასტურებთ 2025 წლის განმავლობაში ჩვენს დელეგაციებთან საქართველოს ჩართულობას, კონსტრუქციული მიდგომის სულისკვეთებით ჩვენმა დელეგაციებმა დღეს ოდირის დირექტორს მისწერეს.

ხაზს ვუსვამთ 2024 წლის "ვენის მექანიზმში" დაყენებულ კითხვებზე საქართველოს პასუხს და საქართველოს მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას, "მოსკოვის დოკუმენტის" მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის კეთილი ნებისა და მზაობის დემონსტრირება იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ მისიამ ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები უნდა მოგვცეს, დაადგინოს ფაქტები, მოგვცეს რეკომენდაციები და რჩევები.

"სხვა ყველაფერთან ერთად მისი მიზანი იქნება: საქართველოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ ბოლო მოვლენების დოკუმენტირება; ამ მოვლენების ზეგავლენის შეფასება მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს უსაფრთხოების ეუთოს ყოვლისმომცველ განმარტებას; მოგვცეს რეკომენდაციები თუ როგორი რეაგირება უნდა მოხდეს შემაშფოთებელ საკითხებზე," - ნათქვამია დელეგაციების მიერ ეუთოს დირექტორისადმი გაგზავნის წერილში.

საქართველოსთან მიმართებაში ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" გაააქტიურეს: დიდმა ბრიტანეთმა, ალბანეთმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსია და ჰერცეგოვინამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ისლანდიამ, ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მოლდოვამ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, სლოვენიამ, უკრაინამ და შვედეთმა

 

 





მსგავსი სიახლეები
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის