,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, დაეთანხმება.

რექტორის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე დაწყებულია შიდა განხილვა დეკანებთან, აკადემიურ საბჭოსა და პროფესორ-მასწავლებლებთან, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება უნივერსიტეტის პოზიცია.

"დღეს დანიშნული მაქვს შეხვედრა უნივერსიტეტის დეკანებთან, აკადემიურ საბჭოსთან. საუბარია ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყმაზე - სამართლის სკოლაზე, ეკონომიკის სკოლაზე, ასევე საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლაზე. საუბარია ამ სკოლების გაძლიერებაზე, ხელფასების მომატებაზე. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვეთანხმებით, ბევრი რამ გასარკვევია. დღეს შევხდებით კოლექტივს. კოლექტივი ასევე შეხვდება ჩვენ პროფესორ-მასწავლებლებს, რადგან მოგეხსნებათ ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო სახელმწიფოშია, ამიტომ ის არ არის მარტივი ინსტიტუცია. არ ეწყინოს ჩემ საყვარელ თსუ-ს, მაგრამ მასზე უფრო დიდია თავისი სამეცნიერო ცენტრებითა და აკადემიური პერსონალით. ამიტომ, შევხდებით, ვიმსჯელებთ. განათლების მინისტრი და საქართველოს მთავრობას მოვახსენებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. წყნარად და პატიოსნად გავაგრძელებთ რეფორმას",- განაცხადა გურგენიძემ.

რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმა აუცილებელია და ის უნდა იყოს მორგებული როგორც აკადემიურ პერსონალზე, ისე სტუდენტებზე.

ამასთან, მისივე თქმით, სწავლის 2250-ლარიანი საფასური უნივერსიტეტების ფინანსური მდგრადობისთვის საკმარისი არ არის, თუმცა არსებული რესურსებით უნივერსიტეტებმა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეძლეს საერთაშორისო დონეზე.

„რეფორმა აუცილებელია. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია პრემიერთანაც, პარლამენტის წევრებთანაც. უნივერსიტეტებმა ბევრ რამეს მივაღწიეთ 2 250 ლარიანი გადასახადით. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში 40-45 ათასი უნივერსიტეტია, შვიდასეულში შევდივართ ოთხივე უნივერსიტეტი. 2 250 ლარი ძალიან მცირე გადასახადია და მცირეა უნივერსიტეტის არსებობისთვის.

რეფორმა უნდა ჩატარდეს თუ არ ჩატარდა, 10 წელიწადში უნივერსიტეტებს ძალიან გაუჭირდებათ ახალგაზრდა თაობის პედაგოგების მოწვევა. რეფორმა მორგებული უნდა იყოს ადამიანებზე და სტუდენტებზე.

თუ გაერთიანება კარგი იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დავეთანხმები. მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ელოდება ჩვენ კონსულტაციებს. არ არის სააკაშვილის ხელისუფლება ადგეს და ერთი ხელის მოსმით რამე გააკეთოს და ვინმე ჩარეცხოს. სხვა ხელისუფლებაა , ჩვენ ამის გვჯერა და ამას დავამტკიცებთ მათთან კონსულტაციით",- განაცხადა რექტორმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა
,, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება'' - გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის