,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ის მიმოიხილავს ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ქართული უნივერსიტეტის შექმნაში. ასევე, ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და განსახორციელებელ რეფორმებზე.
ნიკოლაშვილი ამბობს, რომ საჭიროა პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეის დაბრუნება და წერს, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს.
„1926 წელს ივანე ჯავახიშვილი საბჭოთა მმართველებმა მისივე დაარსებული ქართული უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით სასწავლებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტი დაშალეს და მის ბაზაზე არაერთი პროფილური სასწავლებელი შექმნეს. ივანე ჯავახიშვილი საბოლოოდ მაინც 30-იანი წლების რეპრესიულ გარემოს შეეწირა და სტალინური პრემიაც სიკვდილის შემდგომ მიანიჭეს.
მეცხრამეტე საუკუნის განმანათლებელ ქართველთა სანუკვარი ოცნება, საქართველოში უნივერსიტეტი გახსნილიყო, მხოლოდ დიდი ივანეს თავდადებული მოღვაწეობითა და ძალისხმევით ასრულდა. თებერვლის რევოლუციისთანავე იგრძნეს დამფუძნებელმა მამებმა ეს მომენტი და საუნივერსიტეტოდ აშენებულ გიმნაზიის შენობაში დავითობა დღეს ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექცია გაისმა.
ივანე ჯავახიშვილი იყო უნივერსიტეტის იდეის სულისჩამდგმელი და ხორცშემსხმელი. მთელი ქართული მეცნიერება, ცოდნა, ათობით კვლევითი ინსტიტუტი და საგანმანათლებლო ქსელი თავის სათავეს ქართული უნივერსიტეტიდან იღებს. საქართველოში თანამედროვე განათლების საფუძველი და ქვაკუთხედი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.
გასაბჭოების წლებში ივანე ჯავახიშვილი იძახდა, რომ მას კიდევ ოთხი წელი ესაჭიროებოდა ახლად დაარსებული უნივერსიტეტისთვის მტკიცე სტრუქტურისა და გამართული ფაკულტეტების ასაწყობად. მას ეს არ დასცალდა. ბოლშევიკმა ფუნქციონერებმა ყველანაირად დევნეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს.
უნივერსიტეტის დაშლა, პოლიტიზება და ინსტრუმენტალიზება ყოველთვის იყო მმართველობის საბჭოთა ტრადიცია, რომელიც წარმატებით შეისისხლხორცა წინა, დამნაშავე ხელისუფლებამაც - „რეფორმირებული" სასწავლებლები რეჟიმის სამსახურში ჩააყენა და რეპრესიული აპარატის ნაწილად აქცია. გავიდა წლები, თუმცა განათლების სისტემა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ინერციულობას საგრძნობი დროით ინარჩუნებს.
გვიანდელი საბჭოეთის ხანაშიც (ვინც იმ პერიოდს მოვესწარით), როდესაც დიპლომის ფლობამ რეალური განათლება ჩაანაცვლა, სასწავლებლები და ფაკულტეტები პრესტიჟის მიხედვით დაყო, ჩაწყობამ და პროტექციონიზმმა ტოტალური ხასიათი მიიღო, უმაღლესი განათლება ფიქციად იყო ქცეული და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს აცდენილი. ამ მანკიერების ინერცია ლამის დღემდე არსებობს.
აუცილებლად უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც დრო, როდესაც პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეა უნდა დაბრუნდეს, მისი სულისკვეთება, მისი დამფუძნებლების ხედვა - ეროვნული, სახალხო და განმანათლებობაზე მიმართული სამეცნიერო კერის შექმნისა. საუკუნის წინ ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს.
ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება. თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს. ესაა საწინდარი ქვეყნის მომავლისა და მომავალი თაობებისა", - წერს ნიკოლაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა