,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე უთხრა, რომ ულტიმატუმები არ წაეყენებინა.

„ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ მომავალ წელს უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ბოდიში, მე მას რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის. არ მინდა უკრაინელების იმედგაცრუება, რადგან უკრაინელები ჩვენთვისაც იბრძვიან, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ მათ გარანტიები და არ უნდა შეურაცხვყოთ ისინი ", - აღნიშნა ბატელმა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრობლემა იყო, რომ უკრაინის შესახებ თავად უკრაინელების გარეშე მსჯელობდნენ. ახლა კი, ბატელის თქმით, საპირისპირო პრობლემაა შექმნილი, უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან არიან, მაგრამ ევროპელები - არა.

„ჩვეულებრივ ჩვენ ანგარიშს ვიღებთ, თუმცა კარგია, როცა შეგიძლია, მენიუდან აირჩიო, რა გინდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გარეთ ველოდებით ანგარიშს, მაგიდასთან ყოფნის გარეშე", - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლოდინი აქვს, უკრაინა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი
საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება
Sky News: ჩინეთი ბრიტანეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს მოხუსნის
დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება-CNN
პორტუგალიაში ქარიშხლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ​ -კირ სტარმერი
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია -ფრიდრიხ მერცი
უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს - მარკო რუბიო
ირანის წარმომადგენლობა გაეროში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს