ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს ფორმატი იმუშავებს წარმატებულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
„პოლიტიკურმა კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელომ" და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოდან ერთი წლის წინ მივმართეთ ეუთო-ს და მოვითხოვეთ იმ პოლიტიკური უსამართლობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, სადაც დგინდება ობიექტურად ფაქტები და ობიექტური მოცემულობა, რა ხდება სახელმწიფოში ადამიანის უფლებებთან და პოლიტიკასთან მიმართებით და შემდეგ ხდება შესაბამისი შეფასებების, თუ რეკომენდაციების გაცემა, რაც დასკვნის სახით იქნება ფაქტობრივი მხილება ბიძინა ივანიშვილის.
24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი იმუშავებს წარმატებულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ბიძინა ივანიშვილი მიიღებს თავის ობიექტურ სურათს, რამდენად ავტორიტარია, რამდენად დამნაშავეა ადამიანის უფლებების სისტემურ და მასიურ დარღვევებში, როგორ ცდილობს საერთოდ გაანადგუროს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. დიდი ინტერესით ველოდებით და ძალიან გვიხარია, რომ ის გზა და მეთოდი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ დამატებითი ინტერესის შესაქმნელად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისადმი, წარმატებული აღმოჩნდა, რასაც 24 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი", - აღნიშნა კუპრაძემ.
კუპრაძის განცხადბეით, 24 ქვეყნის ინტერესი არის უმნიშვნელოვანესი და ეს ნიშნავს, რომ 24 სახელმწიფო, მეგობრულად და ინტერესით განმსჭვალული საქართველოს ბედისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოხატავს მზაობას, რომ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს, ჩაერთოს, შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
„შემდეგ შესაბამისი დოკუმენტი შექმნას, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ და აქვეყნებენ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ამ კომისიის მუშაობას და მეორე მხრივ ეცდება, რომ გაამარგინალიზოს, ჩართოს პროპაგანდა და თქვას, რომ არანაირ სიმართლესთან არ იქნება კავშირში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ოთხი პარტიის წარმომადგენლებმა, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრმა თეონა აქუბარდიამ და „ძლიერი საქართველოს" წევრმა ლევან სამუშიამ 2024 წლის 19 დეკემბერს ბრიფინგი გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ ეუთო/ოდირს საერთო წერილი გაუგზავნეს და „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება სთხოვეს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გაგზავნას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო