საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი

 

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის წლის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შტატებმა პროგრესის მიღწევა ე.წ. შათდაუნის ფონზეც შეძლო.

„მთავრობის „შათდაუნის" გარეშე, ჩვენ დაახლოებით ერთნახევარჯერ მეტ პროგრესს მივიღებდით, ვიდრე უკვე არსებული მაჩვენებლებია, რეკორდული მაჩვენებლები. ვფიქრობ, რომ ეს იყო და ბევრი ამბობს, ამერიკის ისტორიაში ნებისმიერი ადმინისტრაციის ყველაზე წარმატებული წელი. პირველი წელი. არასდროს ყოფილა ასეთი პირველი წელი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ჩვენ რვა ომი დავასრულეთ და ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთი ომი დასრულდება",- განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა საოცარი ოპერაცია ჩაატარა ვენესუელაში, რომლის მსგავსიც არავის უნახვას. მისი თქმით, ვენესუელელები ამით კმაყოფილები არიან და აშშ-ის მოქალაქეებს მალე შეეძლებათ ვენესუელაში მოგზაურობა.

„ვენესუელაში განხორციელებული ოპერაციის მსგავსი რამ არავის უნახავს. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ვენესუელა რეალურად უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე ოდესმე გამოიმუშავებდა და ეს კარგია. ვენესუელას ხალხი ოპერაციის დროს ქუჩებში იყო და ამერიკის დროშებს აფრიალებდა. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ. და მე ახლახან ვესაუბრე ვენესუელის პრეზიდენტს და ვაცნობე, რომ ჩვენ ვენესუელაზე ყველა კომერციულ საჰაერო სივრცეს გავხსნით. ამერიკის მოქალაქეებს ძალიან მალე შეეძლებათ ვენესუელაში წასვლა და ისინი იქ უსაფრთხოდ იქნებიან."- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი
საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება
Sky News: ჩინეთი ბრიტანეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს მოხუსნის
დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება-CNN
პორტუგალიაში ქარიშხლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ​ -კირ სტარმერი
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია -ფრიდრიხ მერცი
უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს - მარკო რუბიო
ირანის წარმომადგენლობა გაეროში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს