30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეები გულწრფელობა და პრინციპულობაა. საყვარელ ადამიანს არაფერი დაუმალოთ, რადგან ტყუილი ოდესმე გაცხადდება და შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს.

ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას შენიშვნებსა და პრეტენზიებს მოერიდეთ. ეს საპასუხო საყვედურებს აგარიდებთ, რომელიც მთელ დღეს ჩაგაშხამებთ. გახსოვდეთ, რომ რასაც დღეს დასთესთ, ხვალ იმას მოიმკით, ამიტომ ნუ იზარმაცებთ.

მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, საჩუქარი ან მოგებიანი შეთავაზება. ამ დღეს სიზმრებს ნუ ენდობით. ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია მცირე პრობლემები, ამიტომ ნუ გადაიღლებით და რთულ საქმეს ნუ შეეჭიდებით.

კურო

მარტოხელა კუროებს, რომლებიც სიყვარულს ეძებენ ვარსკვლავების მხარდაჭერა ელით, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ადამიანი რომ გაიცნოთ, სულ მცირე, სახლიდან გასვლაა საჭირო. გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ.

ეს დღე როგორც მუშაობისთვის, ისე დასვენებისთვის გამოდგება. თქვენი გამჭრიახობა და მოხერხება კოლეგების გაოცებას იწვევს - მიზნის მისაღწევად ისეთ გზებს პოულობთ, სხვები რომ ვერ იფიქრებდნენ. ბიზნესმენები ფრთხილად უნდა იყვნენ - იურიდიული შეცდომებისა და ფინანსური მახეების რისკი იმატებს.

ტყუპები

ვარსკვლავები მარტოხელა ტყუპებს ურჩევს, გარდერობი განაახლოს, ფიტნესკლუბში ჩაეწეროს და მეტი ახალი ადამიანი გაიცნოს. ეცადეთ, ნათესავებისთვის მეტი დრო გამონახოთ - მათი მხარდაჭერა და ოჯახური კავშირების განმტკიცება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

პარტნიორებთან და კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ, ამიტომ საქმიანი შეხვედრები სჯობს სამომავლოდ გადადოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა საღამოს განწყობას აგიმაღლებთ. ფინანსურად ხელსაყრელი პერიოდი გეწყებათ - ახალი შემოსავლის წყაროები მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.

საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლსა და ნერვიულობას და, რაც მთავარია, კამათში ნუ ჩაებმებით.

კირჩხიბი

ამ დღეს გრძნობები განსაკუთრებით გამძაფრდება. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის კრიტიკა მშვიდად მიიღოთ, მით უმეტეს, რომ ის მართალია და საკუთარ თავზე მუშაობა გჭირდებათ. დაოჯახებულ კირჩხიბებს სტუმრების მიღება და სასიამოვნო ფუსფუსი ელით.

გირჩევთ, სამსახურში საქმეები კოლეგებს გადაუნაწილოთ, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო შესაძლოა, საქმეები დაგემატოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, სადავო საკითხის გადაჭრა მეგობრების დახმარებით და დიალოგის გზით უნდა სცადოთ.

ლომი

უახლოეს კვირებში სასიყვარულო ფრონტზე წარმატებები მოსალოდნელი არ არის - საეჭვოა, რომ მცირე ფლირტი ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სრულყოფილებისკენ სწრაფვამ იქამდე მიგიყვანათ, რომ ძალების გამოლევამდე მუშაობთ. დამშვიდდით, მთავარი საქმეები უკვე დაასრულეთ, ახლა დრო საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ.

თუ სამსახურში პრობლემები შეგექმნათ, ნუ ინერვიულებთ - ნებისმიერი დაბრკოლება ახლა ძვირფასი გამოცდილებაა. ამინდის ცვალებადობის მიმართ მგრძნობიარე ლომები შესაძლოა, თავბრუსხვევამ ან სახსრების ტკივილმა შეაწუხოს.

ქალწული

მხოლოდ იღბლიანი შემთხვევის იმედად ნუ იქნებით, ზოგჯერ თავადაც უნდა იაქტიუროთ. დაქორწინებულმა წყვილებმა დაგროვილი პრობლემები შვებულებამდე უნდა მოაგვაროთ, თორემ დასვენების ნაცვლად ურთიერთობების გარკვევა მოუწევთ.

თქვენი ფინანსური კეთილდღეობა ახლა დიდწილად თქვენს გარემოცვაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, გარშემო სწორი ადამიანები შემოიკრიბოთ.

თუ დიდი ხანია დაღლილობას გრძნობთ და ყველაფრის მიტოვება გსურთ, იცოდეთ, რომ მალე "მეორე სუნთქვა" გაგეხსნებათ და დაწყებულ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ.

სასწორი

სასიყვარულო საქმეებისთვის შესანიშნავი პერიოდია. დაივიწყეთ წვრილმანი უსიამოვნებები და ყოველი წუთით დატკბით. დაოჯახებულმა სასწორებმა მეუღლეს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ, რათა მან სითბოს ძებნა სხვაგან არ დაიწყოს.

შესაძლოა სამსახურში სიამაყესა და სამართლიანობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. კარგი დროა ფულის დასაბანდებლად.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები გაწუხებთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს უნდა მიმართოთ. კვების რაციონში ზომიერება დაიცავით, განსაკუთრებით, ცომეულსა და ხორცეულს მოერიდეთ.

მორიელი

დღევანდელი დღე საინტერესო შეხვედრებითა და ნაცნობობითაა სავსე. შესაძლებლობა გექნებათ, მეგობრებს ან ნათესავებს შეხვდეთ, უახლესი ამბები გაცვალოთ და ახალი იდეები განიხილოთ. გრძნობთ, ოჯახური გარემო და სიმყუდროვე ენერგიას როგორ გმატებთ. დღეს თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ ნებისმიერ კონფლიქტს მოერიდეთ - სჯობს ეს პერიოდი მშვიდად გაიაროთ.

ფინანსებთან დაკავშირებით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ფიზიკური აქტივობა არ დაივიწყოთ - დაიწყეთ ფეხით სეირნობით, შემდეგ თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, მსუბუქ სირბილზე გადადით.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნები დღეს შესაძლოა პაემანზეც დაპატიჟონ - უარი არ თქვათ, შეიძლება ეს შეხვედრა ბედნიერ ურთიერთობაში გადაიზარდოს. პარტნიორი მზადაა, თქვენი სიამოვნებისთვის ნებისმიერი კაპრიზი შეგისრულოთ.

თუ "მთების გადადგმას" აპირებდთ, იცოდეთ, რომ მომზადების დრო აღარ გაქვთ, ახლავე უნდა იმოქმედოთ. შესაძლოა უახლოეს დღეებში ვალი დაგიბრუნონ ან მოულოდნელი პრემია აიღოთ. მიღებული თანხის ნაწილი გადაინახეთ, რადგან ფორტუნა მუდამ ასეთი გულუხვი არ იქნება.

თუ ჯანმრთელობამ შეგაწუხათ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ თქვენი პირადი ურთიერთობები გარშემომყოფთათვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ეცადეთ, ახლობლების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი არ იყოთ და დაუსაბუთებელ პრეტენზიებს მოერიდეთ.

სამსახურში ერთფეროვნების შესაცვლელად ახალი მეთოდები უნდა გამოცადოთ. ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია, ამიტომ ხარჯები აკონტროლეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ფორტუნას მფლანგველი ადამიანები არ უყვარს.

შესაძლოა, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მძიმე ფიზიკურ შრომას მოერიდეთ. ამ დღეს კომფორტულად მხოლოდ თანამოაზრეებისა და ოჯახის წევრების წრეში იქნებით.

მერწყული

ყურადღება არ მოადუნოთ - შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრების ადამიანს შეხვდეთ. თქვენი მიმტევებლობა და დიპლომატიური თვისებები ფინანსური კეთილდღეობის საფუძველი გახდება. თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ.

თუ სამსახურში საქმე დაგიგროვდათ და მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება კოლეგებს სთხოვეთ. ფრთხილად იყავით ელექტროხელსაწყოებთან, არსებობს მცირე ტრავმების რისკი.

თევზები

მალე გექნებათ შესანიშნავი შანსი, რომ ცხოვრების შესაფერისი თანამგზავრი იპოვოთ. ახლობლებს ნუ გაუბრაზდებით, თუ ყოველთვის თქვენთვის მოსაწონად არ იქცევიან - ურთიერთგაგება ოჯახური ჰარმონიის გასაღებია.

დღეს გაცნობილი ადამიანი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. დიდია ალბათობა, რომ მალე ამანათი, საჩუქარი ან ფულადი შემოსავალი მიიღოთ.

საუკეთესო დღეა იმუნიტეტზე ზრუნვისთვის. გირჩევთ ისეთი წვრილმანი საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც დიდ ფიზიკურ ან ინტელექტუალურ ენერგიას არ მოითხოვს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება -გივი მიქანაძე
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 იანვარის ამინდის პროგნოზი
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა