შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
გვაქვს ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან ქართველი ხალხის ნაცვლად საუბრობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაი „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს, როგორ ხდება დაფინანსებების აღრიცხვა.
„როდესაც სხვა ქვეყანაზე მისი ხალხის სახელით საუბრობ, ეს დემოკრატია არ არის. ასეთი ევროპა 100 წლის წინ არსებობდა, როდესაც სხვა ხალხებზე გავლენა ჰქონდა. არ ვიტყვი რა ერქვა იმ პროცესს, როდესაც სხვა ხალხები დამორჩილებული ჰყავდა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ხალხების მიმართ. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, მილიონ ორასი ათასმა მოქალაქემ მისცა „ქართულ ოცნებას" ხმა. გვაქვს ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან ქართველი ხალხის ნაცვლად საუბრობს. ეს არის სწორედ საერთაშორისო წესრიგის რღვევა.
ძალის წესებით მოქმედებენ. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ძლიერები და პატარა საქართველო შეგვიძლია დავჩაგროთო. ეს არის ერთი სქემა, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილსაც სცოდნია. გაგვცეს ახლა პასუხი ევროკავშირმა, ეს ფულები რომ მოძრაობს და აქეთ-იქით ირიცხება, რანაირად ხდება ამის აღრიცხვა?! გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელოდება, როდის გადაიდგმება ნაბიჯები მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს. ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ევროკომისარმა, მარტა კოსმა და განაცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას".
უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.
მსგავსი სიახლეები
,,ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი''-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი