,,ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი''-შალვა პაპუაშვილი

 

ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" - ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის" - ესტონეთის ოფისი, იგივე მისამართზეა რეგისტრირებული „პუბლიკა", ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეძებენ გზას, ქართველი ხალხის დაუკითხავად, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „იმედის" ეთერშ განაცხადა, რომელმაც გადაცემაში შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარადგინა.

მისი თქმით, სწორედ ამ გზებით ცდილობს ევროკავშირის საქართველოში მოქმედი კანონის გვერდის ავლით ფული მიაწოდოს მის მართულ „ენჯეოებს".

„ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის" - ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის" - ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართი გახლავთ ე.წ. მედია, სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტის - „პუბლიკას" ესტონეთის მისამართი და კიდევ რამდენიმე ასეთი ორგანიზაციის. აი, ეს არის რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძნდება იქ, თითქოს ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ლიანდაგის გვერდით დანგრეული შენობა - ამაზე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს არის ესტონური ორგანიზაცია.
ეს ყველაფერი კარგად ჩანს და არის დოკუმენტები ამ ყველაფრის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" - ესტონეთის მისამართი, სადაც ეკა გიგაური და ალექსანდრე ბარამიძე არიან რეგისტრირებული. „საქართველოს ევროპული ორბიტა" - ნინო ლომჯარია, მიხეილ ბენიძე. აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონური პირადი ნომრები აქვთ მითითებული და არა ქართული ნომრები. არ ვიცი იქ რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ მოპოვებული. გამოცემა „პუბლიკა" ესტონური მედია გამხდარა. on.ge ესტონური მედია გამხდარა. „ტაბულა" ესტონური მედია გამხდარა. და კიდევ ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ, ჩვენთვის, როგორც მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და საქართველოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური BBC-ის ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მედიცინის მუშაკი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აღმოჩნდა ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის კონტენტ კრეატორი. ეს ის ხალხია, რომელზე დაყრდნობითაც ცილი დასწამეს საქართველოს, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის იარაღი აქვს გამოყენებული.

ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეს დაგვიანონსა ქალბატონმა კოსმა.

ეძებენ გზას, ქართველი ხალხის დაუკითხავად, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი''-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს
ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი
ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა -ლევან ხაბეიშვილი