იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" გამოყენება-დავით ქართველიშვილი

"იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა (მათ შორის დიდი ბრიტანეთის, კანადის და გერმანიის მონაწილეობით) ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" გამოყენება. სახელწოდებიდანაც ჩანს ამ პროცესის "რუსული პარანოია" - ეს არის საგანგებო პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესასწავლად ქვეყანაში შევიდნენ იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმი ამოქმედდა. ფორმალურად - ეს ნაბიჯი დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ არის მიმართული. რეალურად კი - იშვიათი და მკაცრი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია, რომელიც შერჩევითად გამოიყენება და თითქმის არასოდეს ეხება დასავლური ბირთვის ქვეყნებს, პრინციპიდან: "აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსაო".

საქართველოს მიმართ "მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება არ არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ისტორია. ეს არის მისი დაუმორჩილებლობისთვის დასჯის ისტორია. ბოლო წლებში დასავლეთმა ჩამოაყალიბა ქცევის სტაბილური მოდელი: ქვეყნები, რომლებიც ინარჩუნებენ სუბიექტობას (მათგან განსხვავებით), მარილივით არ იშლებიან ევროატლანტიკურ ბიუროკრატიულ კონსენსუსში და უარს ამბობენ ვასალის როლზე, ავტომატურად ხვდებიან "პრობლემური დემოკრატიების" კატეგორიაში. საქართველო სწორედ ამ კატეგორიაში მოექცა. ამჯერადაც

ფორმალური საბაბი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ბაიდენიზმებია" - "ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ აღშფოთებული შეშფოთებაა" და "დემოკრატიის უკუსვლა".

 

თუმცა თუ შევადარებთ რეალურ პრაქტიკებს საქართველოში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ინიცირებენ, აშკარა ხდება: ჩვენთან არ არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევების არც მასშტაბური და არც ხარისხობრივად მრავალჯერადი უპირატესობა. დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლა, უკიდურესი სისასტიკე, პრევენციული დაკავებები, საპროტესტო აქტივობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა, საბანკო ანგარიშების გაყინვა, შეკრებების აკრძალვა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა - ეს ყველაფერი სრულად გვხვდება თავად დასავლურ "დემოკრატიებშიც". განსხვავება მხოლოდ ერთია: "მოსკოვის მექანიზმები" მათ საკუთარ თავზე არ ვრცელდება.

მთავარი განსხვავება ასევე დემოკრატიის ხარისხში კი არა, პოლიტიკურ სტატუსშია. დასავლეთის ქვეყნები არიან მათი "კუკლავოდების" ხელში ინსტრუმენტები, რომლებიც წესებს ადგენენ ურჩი ვასალების სუბიექტობისა და სუვერენიტეტის ჩასახშობად. საქართველო კი, მათი ლოგიკით, არის ობიექტი, რომელიც დანარჩენებს ცუდ მაგალითს აძლევს. როგორც კი თბილისი აჩვენებს სურვილს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, დააბალანსოს ინტერესები, აირიდოს უცხო კონფლიქტებში ჩათრევა და არ მოაწეროს ხელი ყოველ გარე მოთხოვნას - მის წინააღმდეგ ამოქმედდება ხოლმე ზეწოლის კარგად დამუშავებული ინსტრუმენტარი: რეზოლუციები, ანგარიშები, „შეშფოთებები", მონიტორინგები და საბოლოოდ - კვაზი-სანქციური მექანიზმები.

ამ კონტექსტში „მოსკოვის მექანიზმი" არის არა იურიდიული, არამედ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. მისი მიზანი კონკრეტული დარღვევების გამოსწორება კი არა, არამედ პოლიტიკური ნების გატეხვაა. ეს არის სიგნალი ელიტებისა და საზოგადოებისთვის: სუვერენიტეტს აქვს ფასი, და ეს ფასი იზრდება წინააღმდეგობის ზრდასთან ერთად. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების შიდა სივრცეში მიღებული ანალოგიური ან უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები არ ხდება საერთაშორისო გამოძიების საგანი, რადგან იქ მოქმედებს პოლიტიკური იმუნიტეტის დაუწერელი პრინციპი. უბრალოდ, მორიგ ჯერზე გვაოცებს - გაკოტრების გზაზე მყოფ დასავლურ "დემოკრატიას" ჯიუტად როგორ სცალია ჩვენთვის. თუმცა, მათ ვიღა ეკითხება რამეს. და აქედან გამომდინარე დასკვნა - რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ,"-წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
ირანისკენ დიდი გემები მიემართება. შესანიშნავი იქნებოდა, თუ მათი გამოყენება არ მოგვიწევდა -ტრამპი
იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" გამოყენება-დავით ქართველიშვილი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
დონალდ ტრამპის სარისკო თამაში
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავეს
დებატებზე წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას, უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს, ჩვენ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ-ალექსანდრე რაქვიაშვილი
,,უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობააპენტაგონი: უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობაა''- პენტაგონი
თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი -კახა კალაძე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა-დიმიტრი პესკოვი
"ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება"-ტრამპისა და ზელენსკი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დასრულდა
ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის -ჟან-კლოდ იუნკერი
აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს კურსს უჭერს მხარს, არსებობს მიშას ახალი თაობა, თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის, მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი -მიხეილ სააკაშვილი
მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს-კახა ბექაური
ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ იდეა არ იცვლება, სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება -გია ვოლსკი
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს
გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
Berliner Zeitung: საფრანგეთმა ამერიკასთან უთანხმოების გამო, შესაძლოა, ნატო დატოვოს
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო