რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში

ზამთრის ცივი პერიოდი ერთგვარი გამოწვევაა ორგანიზმისთვის, რადგან ამ დროს იმატებს ვირუსული ინფექციების გავრცელება. ტემპერატურის ცვალებადობა და იმუნიტეტზე გაზრდილი დატვირთვა ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ უცებ რამდენიმე უსიამოვნო სიმპტომი ერთდროულად იჩენს თავს: სიცხე, სურდო, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე. არასასიამოვნო სიმპტომებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ყოველდღიური საქმიანობა, აისახოს ჩვენს ენერგიულობაზე და ზოგადად, გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ექიმთან ვიზიტს დროულად ვერ ვახერხებთ. სიმპტომების დროული მართვა, ერთი მხრივ, დაგვეხმარება დისკომფორტის შემსუბუქებაში, ხოლო, მეორე მხრივ, გართულებების თავიდან აცილებასა და დროულად გამოჯანმრთელებაში. როდესაც ვირუსი გვიტევს, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რომელი საშუალება რომელ სიმპტომს ებრძვის, ამიტომ ამ სტატიაში გაგაცნობთ სიმპტომური მართვის ეფექტურ მიდგომებს.

ხშირად გაციება რამდენიმე სიმპტომით ერთდროულად იწყება. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი კომბინირებული პრეპარატი გრიპისა და გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად ტაიქოლდი მაქსია (პარაცეტამოლი, ქლორფენირამინის მალეატი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი), რომელიც „ცხელი სასმელის“ სახით მიიღება. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტაიქოლდი მაქსის ერთი პაკეტი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს: ეფექტურად უმკლავდება სიცხეს, თავის, ყელისა და კუნთების ტკივილს; ამცირებს ცემინებას, ხველას და სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპებას; ხსნის სურდოს, ცხვირის გაჭედვის უსიამოვნო სიმპტომებს და ამარტივებს სუნთქვას. მიღების წესი და დოზირება: 1 პაკეტი იხსნება 160მლ ცხელ წყალში; მიიღება დაუყოვნებლივ. გამოიყენება 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში – მაქსიმუმ 4 პაკეტი დღეში, 6-საათიანი ინტერვალით.

ბენზილორი

ყელის გაღიზიანება და ტკივილი გაციების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და შემაწუხებელი სიმპტომია. ყლაპვის დროს დისკომფორტი, წვა და სიმშრალე ართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად შევამსუბუქოთ ანთება და დავიცვათ ლორწოვანი გარსი. ასეთ დროს, სიმპტომების ინტენსივობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალებების სწორად შერჩევა. როდესაც ყელის ტკივილი ძლიერია და ყლაპვა გართულებულია, ეფექტური არჩევანია ბენზილორი, რომელიც სწრაფად აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს ადგილობრივ დამამშვიდებელ მოქმედებას. ბენზილორი თითო საწუწნი ტაბლეტი მიიღება 2-3 საათში ერთხელ, მისი მაქსიმალური დღიური დოზა 8 ტაბლეტია. ინიშნება მოზრდილებში და  ბავშვებში 6 წლის ზევით.

ქსილომეტაზოლინი ბენზალკონიუმის ქლორიდი

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაციების დროს ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომი ცხვირით სუნთქვის გაძნელებაა.  რაც განსაკუთრებულად ჩვენი ძილის ხარისხზე აისახება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ცხვირის ლორწოვანის სწორად მოვლა და ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც სუნთქვას გაამარტივებს და დისკომფორტს შეამცირებს. როცა ცხვირი ისეა გაჭედილი, რომ სუნთქვა ფაქტობრივად შეუძლებელია, ქსილომარინი (ქსილომეტაზოლინი ბენზალკონიუმის ქლორიდი) საუკეთესო გამოსავალია. სულ რამდენიმე წუთში ავიწროვებს სისხლძარღვებს, შესაბამისად ხსნის სურდოს, ლორწოვანის შეშუპებას, ცხვირის გაჭედვას და აღადგენს ჰაერის ნაკადის მოძრაობას, ხოლო ბენზალკონიუმის ქლორიდს ახასიათებს ადგილობრივი ანტიბაქტერიული მოქმედება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის პრეპარატები მხოლოდ სიმპტომური დახმარებისთვისაა და მათი გამოყენება 5-7 დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული. აღნიშნული სიმპტომური საშუალება წარმოდგენილია საერთო ჯამში, გაციებისა და ვირუსული ინფექციების დროს სიმპტომების სწორი და ეტაპობრივი მართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორად შერჩეული საშუალებები გვაძლევს შესაძლებლობას შევიმსუბუქოთ მდგომარეობა, შევინარჩუნოთ ცხოვრების ხარისხი და ორგანიზმს დავეხმაროთ გართულებების გარეშე გამოჯანმრთელებაში.

 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.





მსგავსი სიახლეები
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება -გივი მიქანაძე
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 იანვარის ამინდის პროგნოზი
,, ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს''-- მიხეილ სარჯველაძე
წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს-პაატა კურტანიძე
,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი''- მიხეილ სარჯველაძე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია, პირველ რიგში, შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს -გივი მიქანაძე
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება