ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი

იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენები არის ევროკავშირის და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის მხრიდან დუმილის შედეგი.

„4 ოქტომბერი არის დუმილის შედეგი. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, დუმილზე უარესი იყო ის, რომ პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა ხელისუფლების დამხობის სცენარს, რაც არის კატასტროფა. კატასტროფაა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს ევროკავშირს.

მარტივი კითხვა არის ევროკავშირის და მისი ელჩის მიმართ, მაგალითად, რატომ ერთხელ მაინც არ დაგმო მარიამ ლაშხზე და მის მცირეწლოვან ბავშვებზე თავდასხმა. ხომ შეეძლო, ეთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ, ქალბატონ მარიამ ლაშხზე, მის არასრულწლოვან შვილებზე თავდასხმა არის მიუღებელი. რატომ არ ამბობს ამას? ხომ შეეძლო ერთი მარტივი წინადადება ეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი და დასაგმობი. რატომ არ ამბობს? მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, სადაც შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, დაუსვათ ეს კითხვა - რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, თან მაშინ, როდესაც ამ შტურმსა და პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერილი და დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, მათ გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. დღეს ისინი სინამდვილეში იმიტომ ბედავენ ევროკავშირის დროშით ხელში იძალადონ, დაწვან პარლამენტი, შტურმი მიიტანონ პრეზიდენტის სასახლეზე, რომ ამის ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ ევროკავშირის დროშით იძალადონ. ფოტოებიც ხანდახან საჩვენებლად აქვთ გამოტანილი ევროკავშირის სტრუქტურებს, როგორც მისაბაძი მაგალითი, როგორ უნდა იძალადოს ადამიანმა და როგორ უნდა იყოს ძალადობრივი პროტესტი ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს