გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის, მათ შორის, ევროკავშირის რეპუტაციას.

„საუბრობდა ევროკომისარი კოსი, რომ ეძებენ გზებს, კანონის გვერდის ავლით როგორ მიაწოდონ თანხები თავიანთ „ენჯეოებს". ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი ნაპოვნი ჰქონდათ, ზოგ ახალ სქემებს კი ალაგებენ. ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა. ეს არის დღეს ფაქტი. ვხედავთ, როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურა და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ყალბი „ენჯეოები" რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ამ ყალბი „ენჯეოების" დანიშნულება არის, იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას მანდატი იმისთვის მისცა, რომ დაერეგულირებინა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ მოგვეწესრიგებინა, დაგვერეგულირებინა საქართველოში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი პოლიტიკაში. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, იქნება ეს რუსული ფული, გერმანული, ფრანგული, ესტონური, ჰოლანდიური თუ ევროკავშირული. არცერთ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ეს არის ზუსტად, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის, მათ შორის, ევროკავშირის რეპუტაციას.

მარტივი წესი არსებობს გრანტების კანონით - თუ გინდა უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე. ბრიუსელის ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და არ აპირებენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს, რაში დახარჯონ ფული. ეს ქვეყანა მიაჩნიათ დაქვემდებარებულ, მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელშიც უნდა შემოვიდნენ და მისიონერებივით აქ ძალად თავს უნდა მოგვახვიონ თავიანთი აზრები და ფული ისე უნდა ხარჯონ საქართველოში. ამის გამოძახილი იყო სწორედ დაიცინირებული კანონპროექტები. ვხედავთ გვერდის ავლის სქემებს, თაღლითურ სქემებს, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს, რომ არის მავნე განზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ რაღაც დასამალი აქვთ და ფარულად მოქმედებენ და ამისთვის კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ, შესაბამისი რეგულაციებით, ყველამ კეთილი ინებოს და ქართველ ხალხს სთხოვოს ამ ფულზე თანხმობა.

რაც შეეხება ამ სქემებს, ერთი სქემა იყო მხოლოდ, როცა უცხოეთში რეგისტრირდებიან ყალბი ორგანიზაციები, როგორც ფულის გამტარი ორგანიზაციები. აქ კითხვები ისმის, ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, გადასახადების დამალვა, შავი ფულის ტრიალი? როცა თაღლითურ სქემებს აწყობ და ამხელა ენერგიას დებ, რა თქმა უნდა, ეს კითხვები წარმოიშვება. მეორე სქემა გახლავთ თავად უცხოური. ამ შემთხვევაში არა ყალბი, არამედ ნამდვილი უცხოური ორგანიზაციების, ფონდების, დონორული ორგანიზაციების საქართველოში არსებული წარმომადგენლობების გამოყენება, რათა მათ პირდაპირ ხარჯონ პოლიტიკური ფული. კერძოდ, იმ გზით, რომ გრანტის ხელშეკრულებებს სხვა სათაურები დაარქვან. რატომღაც ქართველი ხალხი შტერი ჰგონიათ, რომ ამას ვერ ვხვდებით. წარმოუდგენელია, ამას რომ აკეთებენ ევროპული დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ღირებულებებზე საუბრობენ. ღირებულება საერთოდ ესმით, რას ნიშნავს? ჩანს, რომ არ ესმით, რა არის ევროპა, ღირებულება, სამართალი, კანონის უზენაესობა. მათ აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც მზად არიან, წავიდნენ კანონის დარღვევაზე, ქართველი ხალხის უპატივცემულობაზე, ოღონდ საკუთარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ და მიზანი არის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, თავიანთი მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს