საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი

გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იგივეა, სხვის ოჯახში ფეხით კარი შეაღო და დაიწყო ავეჯის გადაადგილებაზე საუბარი.

„ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ვის ეკითხება აქ პოლიტიკის დაფინანსება. ჰკითხონ ქართველ ხალხს, არის თუ არა ეს მისთვის სასიკეთო, თუ არა. არასასიკეთო საკითხები რომ ფინანსდება, ამის კარგი მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანია. ევროკავშირი ფულს რომ დახარჯავს ადამიანის ცოცხლად დაწვაში და კარგ საქციელად გამოაცხადოს, ამის რეკლამირება მოახდინოს, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, საქართველოსთვის სასიკეთოდ იქნება რამე გაკეთებული?", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად.

„ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ მათ შორის, ის სისტემა ამხილა, რომელიც ამერიკაში მანამდე არსებობდა - უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად. ამიტომ დახურეს „იუესეიდი", შეაჩერეს უცხოური დაფინანსება, შეწყვიტეს „რადიო თავისუფლების" პროპაგანდის დაფინანსება, შეწყვიტეს „ამერიკის ხმის" დაფინანსება. აღიარებულია, რომ ეს ფული, მათ შორის, იხარჯებოდა პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად ქართველ ხალხზე, საზოგადოებაზე თუ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ მოცემულობას თუ მივიღებთ, რომ ეს ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლად, მათი დამფინანსებლების გავლენების გასატარებლად, უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან „ენჯეოში" არიან, შემდეგ პარტიები ხდებიან და ცდილობენ, ხელისუფლებაში მოიყვანონ. შემდეგ აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკაში ან საჯარო სექტორში არის ადამიანი დასაქმებული, მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში რომ დაიწყოს მუშაობა, სჭირდება, თუ არ ვცდები, ორწლიანი პაუზა. ე.წ. გაგრილების პერიოდია, როდესაც არის რისკი, ახალ პოზიციაზე წინა სამსახურის ინტერესების გატარებას ჰქონდეს ადგილი. ამის ყველაზე კარგი მაგალითია სერგი კაპანაძე. ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის" წამების რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა, გადაკეთდა „ენჯეოდ", მას წარმოგვიდგენდნენ სამოქალაქო საზოგადოებად, ჰყავდათ ჩართული ყველაფერში, დააყარეს მილიონები. იქ, სადაც იყო ხელისუფლება და ოპოზიცია, სერგი კაპანაძეს სვამდნენ, როგორც ვითომ ნეიტრალურ ადამიანს. არადა, საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდნენ. 2016-ში კვლავ პოლიტიკაში მობრუნდა, გახდა პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი. 2020-ში ისევ გადაბარგდა „ენჯეო" სექტორში და კვლავ გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავად არასდროს ყოფილა „ენჯეო" სექტორში.

„ენჯეოში" მე არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა „ენჯეოში". ფაქტია, ხდება გრანტის ფულის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ, 2022 წლის ივნისში „ენჯეოები" როგორ დააყენეს პარლამენტის წინ და ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას. გახსოვთ, მაშინ რა მოითხოვეს „ენჯეოებმა"? პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა და შეიქმნას მთავრობა, სადაც 1/3 იქნება ხელისუფლება, 1/3 ოპოზიცია და 1/3 „ენჯეოები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს