ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
"ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან",-ასე ეხმაურება პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დელეგაციის" ხელმძღვანელის იგორ კოჩიევის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ "სოფელ უისტაში ქართული პოლიციის პოსტი გაუქმდება".
"IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ჩორჩანას საგუშაგო - რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩაიდგა შემდგომი ოკუპაციის თავიდან ასარიდებლად - "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ იქნება აღებული. საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ჩვენს მიწას უკანონო მიტაცებისგან და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მცოცავი ოკუპაციისგან. ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 130-ე შეხვედრის შეჯამებისას ცხინვალის ე.წ. "დელეგაციის ხელმძღვანელმა", იგორ კოჩიევმა გაიმეორა, რომ "არსებობს იმედი, სამხრეთ ოსეთის სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის უკანონო საგუშაგო მოიხსნება".
"ჩვენ მიერ წამოჭრილ საკითხებს შორისაა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ უისტასთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს უკანონოდ ყოფნა. ჯერჯერობით არანაირი გარღვევა არ მომხდარა, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედი, რომ შევძლებთ ქართული მხარის დარწმუნებას და ეს საგუშაგო გაუქმდება", - განაცხადა კოჩიევმა, რომლის კომენტარსაც მედია ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ირაკლი კუპრაძე - 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს
,,ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება''- გურამ ნიკოლაშვილი
,, ვიმსჯელებს, თუ ეს გაერთიანება სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის დავეთანხმებით''- სტუ-ს რექტორი
,, გრანტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის თანხის გადმორიცხვა''- ლევან მაჭავარიანი
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება
კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს სალიჰ ოზერს უმასპინძლა
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება
ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება
გურამ დუმბაძე: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონ ლარს, ეს თანხა არის პირდაპირი ეკონომია
გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს