"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: „ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ“ (ავტორი - პაულ რონცჰაიმერი), რომელშიც გადმოცემულია საუბრის შინაარსი ზენკე ნაიტცელთან, გერმანელ სამხედრო ისტორიკოსთან.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ამჟამად ძალზე მნიშვნელოვანია კითხვა, რომელიც აღელვებს ევროპის ქვეყნების თავდაცვის ყველა მინისტრს, კონტინენტის ყველა გენერალს და ექსპერტს: შეუძლია თუ არა ევროპას რუსეთის თავდასხმის მოგერიება?
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის ჯარების წინსვლა უკრაინაში ნელი ტემპით მიმდინარეობს და დიდ დანაკარგებს განიცდიან, ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი ზენკე ნაიტცელი გვაფრთხილებს, რომ სახიფათო შეცდომა არ დავუშვათ: რუსეთის გარკვეული სისუსტის მიუხედავად, სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ და რეალურად უნდა შევაფასოთ მოსკოვისაგან მომდინარე საფრთხე და მუქარები. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ევროპის და გერმანიის თავდაცვისუნარიანობა ჯერ-ჯერობით არასახარბიელოა.
„ჩემი პოზიცია უცვლელია: ჩვენ რუსული საფრთხე არ უნდა შევამციროთ და მას ჯეროვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ“, - ამბობს ზენკე ნაიტცელი. მისი თქმით, თეზისი იმაზე, რომ რუსები უკრაინის გამო ნატოს არ დაუპირისპირდებიან, „სრულიად არასწორია - იმიტომ, რომ ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია საომარ მოქმედებათა განვითარების პროგნოზირება. სიტუაცია იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ არავინ არ იცის, რა მოხდება ახლო მომავალში“.
ზენკე ნაიტცელი გვაფრთხილებს „გაურკვეველ დინამიკაზე“ და განმარტავს: „როგორც ისტორიკოსი, ვამბობ: მსგავსი სიტუაცები ადრეც იყო შექმნილი. იგივე შეიძლებოდა გვეთქვა 1917 წელს დიდ ბრიტანეთზე, და საფრანგეთზე, რომლებიც ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ გერმანელებს. კაიზერის არმია ძლიერი იყო... მაგრამ არ გასულა ერთი წელი და გერმანელებმა და ავსტრიელებმა ომი წააგეს“.
„ორ ფრონტზე ადოლფ ჰიტლერის ვერმახტიც იბრძოდა...“
სამხედრო სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს, მათ შორის საფრთხე ჩვენს მიმართაც. უკრაინის კონფლიქტი შეიძლება მიმდინარე წელსაც კი დასრულდეს, მაგრამ როგორი სახით? ორივე მხარისთვის მისაღები დაზავებით თუ უკრაინის კრახით? ვის შეუძლია ამის წინასწარმეტყველება? სიტუაციის განვითარების პროგნოზირება სხვადასხვა მომენტში სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ ჩვენს არ ვიცით, როგორი მომენტი დადგება“.
ზენკე ნაიტცელი ასევე არ ეთანხმება იმ მტკიცებას, რომ რუსეთის ლიდერი ნატოზე თავდასხმას ან მასთან მწვავე დაპირისპირებას ვერ გაბედავს, სანამ მისი ჯარი უკრაინასთან ბრძოლით არ ის დაკავებული. მისი თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების მიუხედავად, არ არის გამორიცხული რუსეთმა „ლოკალური თავდასხმა“ განახორციელოს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე. პროფესორი ისტორიულ მოვლენებს ერთმანეთს ადარებს: „სხვათა შორის, ადოლფ ჰიტლერიც ბრძოლებს ორ ფრონტზე აწარმოებდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ლოგიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მან ასე გააკეთა“.
რამდენად შეძლება რუსეთის თავდასხმა ნატოსა და ევროკავშირზე?
მოდით, ასე დავსვათ კითხვა: როგორია ევროპისა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობა? 2022 წლის თებერვალში ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე და ამით ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტის მოწმენი გავხდით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლიდან. მას შემდეგ ევროპელებიც და რუსებიც თავიანთი სამხედრო პოტენციალის გამალებულ გაძლიერებას შეუდგნენ. გერმანიაში „გარდამტეხი მომენტი“ ისტორიულად უდიდეს გადაირაღებაში გამოიხატა, კრემლმა კი ქვეყანა „სამხედრო რელსებზე“ გადაიყვანა.
ზენკე ნაიტცელის თქმით, „დღეს, 2026 წლის იანვარში, ნატოს წევრი ყველა ევროპული ქვეყნის საერთო სისუსტე, სამხედრო თვალსაზრისით, გამოიხატება იმაში, რომ ჯეროვან ანალოგებს ვერ უპირისპირებენ რუსულ უპილოტო აპარატებს (დრონებს). წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი - ისე, როგორც უკრაინას - ყოველდღიურად უტევს გერმანიას და პოლონეთს ასობით დრონით... ნატოს უდიდესი პრობლემა ექმნება“.
„ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ...“
ამჟამად ბუნდესვერი არ ფლობს არც ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების საკმაო რაოდენობას და არც თვითონ დრონებს. „ჩვენ ჩამოვრჩით. რუსები ყოველდღიურად იმდენ დროს უშვებენ ჰაერში, რამდენიც გერმანიას აქვს მთლიანად. ამიტომ მთავრობამ ჩამორჩენა უნდა დასძლიოს“, - ამბობს პროფესორი. სამხედრო ისტორიკოსის თქმით, „რაც დრო გადის, ჩამორჩენა უფრო იზრდება... დავკარგეთ რამდენიმე წელი. გვეგონა, რომ ევროკავშირს და ნატოს უბედურება გვერდს აუვლიდა“.
სამწუხაროდ, ბუნდესვერის პრობლემები მხოლოდ დრონების დეფიციტით არ შემოიფარგლება. გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არიან კარგად მომზადებული ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები, ასევე პილოტები. „გერმანიის ჯარებს ბევრი რამ შეუძლიათ, მაგრამ 70 წლის განმავლობაში ბუნდესვერში გიგანტური ბიუროკრატია ჩამოყალიბდა“, - ამბობს ზენკე ნაიტცელი და აკონკრეტებს: „ჯარისკაცების 50%-ზე მეტი ძირითად ამოცანებს არ ასრულებენ“.
„აშშ-ის გარეშე მართლაც გაგვიჭირდება...“
და მაინც, პროფესორის თქმით, 2027 წლის ბოლოსთვის ბუნდესვერი შესამჩნევად ძლიერი გახდება - მრავალმილიარდიანი პროექტების წყალობით შეიარაღების სფეროში. ეს ეხება სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო ძალებს, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებს და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს.
საკმარისია თუ არა ეს რუსეთის სავარაუდო თავდასხმის მოსაგერიელებლად? თანაც ამერიკელების დახმარების გარეშე?
არ არის საკმარისი. მნიშვნელობა აქვს აშშ-ის ტენოლოგიურ უპირატესობას. მხოლოდ ამერიკას შეუძლია კონფლიქტქბის მოგვარება ამ უპირატესობის გამოყენებით. „თვითონ განსაჯეთ: ნატოს ევროპელ წევრებს არასოდეს არ განუხორციელებიათ მსხვილი საჰაერო ოპერაციები მხოლოდ თვითონ. არც იუგოსლავიაში, არც ლიბიაში, არც ახლო აღმოსავლეთში... ოპერაციებს ყოველთვის ამერიკელები ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ის სადაზვერვო მომაცემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გარეშე ევროპას საქმე ნამდვილად გაურთულდება“, - აღნიშნავს პროფესორი ზენკე ნაიტცელი.
მსგავსი სიახლეები
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?"- The Spectator
"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
"ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება"-Financial Times
"კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი"-უცხოური პრესა
პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist
ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას-Reuters
"ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა, თანდათანობით კვდებიან, შემდეგ კი უეცრად...მაგრამ ირანის რეჟიმი უეცარი სიკვდილის წერტილამდე არ მისულა"-BBC
"აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი"-The Daily Telegraph
"ჩავესის იდეოლოგია არსებობას განაგრძობს: ვენესუელის მომავალი მადუროს დაკავების შემდეგ"-TRT
"ძირითადი ნიშნები იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი შეიძლება დაეცეს"-The Daily Telegraph
"ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს"-BBC
"უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს"-The New York Times