ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკმატარებელი დაინიშნა

ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკმატარებელი დაინიშნა, რაც ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ინფორმაციით, პირველი ბლოკმატარებლის ფოთის ტერმინალში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

„ორ ნავსადგურს შორის ბლოკმატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს და დადებით გავლენას მოახდენს კონტეინერების გადაზიდვის პროცესის გამარტივებასა და სატრანზიტო დროის შემცირებაში. კერძოდ, უზრუნველყოფს ფოთიდან ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების რკინიგზით ტრანსპორტირებას, რაც არა მხოლოდ განტვირთავს სახმელეთო მაგისტრალებს, ასევე ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს შუა დერეფანში საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მიმზიდველსა და მოთხოვნადს გახდის", - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბლოკმატარებლების მოძრაობის გრაფიკისა და ტარიფების განსაზღვრით ტვირთების მფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ მათი კონტეინერის ფოთში ჩასვლისა და უკან დაბრუნების დრო. აღნიშნული სიახლე საქართველოს რკინიგზისთვის ფინანსურადაც მომგებიანი იქნება და მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას", - განმარტა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.

რკინიგზის ცნობით, ბლოკმატარებლის ზუსტი მარშრუტია: ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატი. საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთმფლობელებს გამარტივებულ სერვისს, „ტერმინალიდან კარამდე" სთავაზობენ.

 





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 თებერვალს
საქართველო თანმიმდევრულად ავითარებს საავიაციო ინფასტრუქტურას, რათა საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით და ხარისხით გაზრდილ ნაკადებს მოემსახუროს -თამარ იოსელიანი
"ინოვაციური სტარტაპ სტატუსი, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი ნულოვანი საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, უპრეცენდენტოა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში"-ავთანდილ კასრაძე
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო - გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 თებერვალს
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
შუა დერეფანი დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს, სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს -ირაკლი კობახიძე
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 3 თებერვალს
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას -ლონდონის საფონდო ბირჟა
ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშობა აპრილის ბოლოს დასრულდება -ლევან ჟორჟოლიანი
დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 31 იანვარს
ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის ფორმატში საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
"სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის" -მარიამ ქვრივიშვილი
ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკმატარებელი დაინიშნა
საქართველო ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა
უცხოური ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის