ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც დაკავებული თანამდებობის დატოვების შემდეგ წიგნების კითხვით თავშექცევის ხარჯზე, უფრო ჭკვიანი გახდება, პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, კაია კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს.

„არაერთგზის მითქვამს, რომ სანამ დეგრადაციას დაიწყებ, ჯერ უნდა განვითარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში და ამის გარეშე, უბრალოდ დებილი ხარ. ეს კი საწყენია. სჯობს მიხედო განვითარებას. ქალბატონმა კაიამ ამ გზაზე პირველი ეტაპი უკვე გადალახა - დალევა დაიწყო, რომელიც ღვიძლთან ერთად და პარალელურად, მსოფლმხედველობასაც აფართოებს. ძალიან თუ გაგიფართოვდა, წიგნის წაკითხვის სურვილი გიჩნდება. ეს კი უკვე - მეორე ეტაპია. და რისთვის სჭირდება ნასვამ ადამიანს წიგნის წაკითხვა? დიახ, ჭკვიანი რომ გახდეს. ეს კი უკვე მესამე, დასკვნითი ეტაპია იმისთვის, რომ დაიწყო დეგრადაცია ისე, ვინმემ შეცდომით დებილი რომ არ შემოგძახოს.

თვით პროცესი, ყოველ შემთხვევაში - საინტერესოა. ზოგი მისი პირველი ეტაპით კმაყოფილდება და უბრალოდ მთვრალი დადის. ზოგი ერთდროულად მთვრალიც დადის და ნაკითხიც. მაგრამ, ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ამასთანავე ჭკვიანიც გახდეს. მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ!" - დავით ქართველიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა – ჯაბა ხუბუა
ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი - რა ზომებს მივმართავთ, სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?-ნიკა გვარამია
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე
ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე -გიორგი გამსახურდია
ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი -დავით ქართველიშვილი
გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
სამხედრო დაპირისპირების პროცესში უკრაინა თანამედროვე ახალი იარაღის გამოცდის საშინელ პოლიგონად არის გადაქცეული -სიმონ კილაძე
რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან-კახა გოგოლაშვილი
"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის" - დავით ქართველიშვილი
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე